ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Google-ი ჭკვიანი საათების ოპერაციული სისტემისთვის, Android Wear-ისთვის სახელის შეცვლას აპირებდა. გუშინ კი აღნიშნული სიახლე ოფიციალური გახდა. ყოფილ Android Wear-ს ახლა უკვე Wear OS-ი ჰქვია.
როგორც ჩანს, Wear OS-ის პირველი ვერსია მხოლოდ რებრენდინგია და მეტი არაფერი. დიდი ალბათობით მალე ვიხილავთ Wear OS-ზე მომუშავე ახალ საათებსა (Pixel Watch?) და ახალ ფუნქციებს სისტემისთვის. Wear OS-ის შესახებ ცვლილებებს სავარაუდოდ Google-ის ყოველწლიურ I/O პრეზენტაციაზე, მაისში ვიხილავთ.
Wear OS განახლებას მიიღებენ შემდეგი საათები:
-
Casio PRO TREK Smart WSD-F20
-
Casio WSD-F10 Smart Outdoor Watch
-
Diesel Full Guard
-
Emporio Armani Connected
-
Fossil Q Control
-
Fossil Q Explorist
-
Fossil Q Founder 2.0
-
Fossil Q Marshal
-
Fossil Q Venture
-
Fossil Q Wander
-
Guess Connect
-
Gc Connect
-
Huawei Watch 2 (both cellular & non-cellular versions)
-
Hugo BOSS BOSS Touch
-
Kate Spade Scallop
-
LG Watch Sport
-
LG Watch Style
-
Louis Vuitton Tambour
-
Misfit Vapor
-
Michael Kors Access Bradshaw
-
Michael Kors Access Dylan
-
Michael Kors Access Grayson
-
Michael Kors Sofie
-
Montblanc Summit
-
Movado Connect
-
Mobvoi Ticwatch S & E
-
Nixon Mission
-
Polar M600
-
Skagen Falster Smartwatch
-
TAG Heuer Connected Modular 41
-
TAG Heuer Connected Modular 45
-
Tommy Hilfiger 24/7 You
-
ZTE Quartz
წყარო: Wear OS