Google Maps-ი უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია

ყველა დამეთანხმებით, რომ Google Maps-ი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო აპლიკაციაა. იგი საშუალებას გვაძლევს, თამამად ვიაროთ თბილისის ქუჩებში და რომელიმე გარეუბანში არ დავიკარგოთ. 14 წლის წინ მას მხოლოდ ინგლისურად საუბარი შეეძლო, დღეიდან კი მას კიდევ 39 ახალი ენა ემატება. აღნიშნული სიახლე ამ ენებზე მოსაუბრე დაახლოებით 1.25 მილიარდ ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილებს რუკების გამოყენებას.

სათაურიდანაც მიხვდებოდით, რომ 39 ახალ ენაში ქართულიც შედის. იმედი გვაქვს, ქვეყნის 3.7 მილიონი მოქალაქე კმაყოფილი იქნება ამ განახლებით. იგი ხელმისაწვდომი იქნება როგორც Android და iOS პლატფორმებზე, აგრეთვე პერსონალურ კომპიუტერებზეც.

წყარო: Google