ახალ სერვერულ განახლებაში Google Play Store-ს ალბათ ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია დაემატა. ამიერიდან ძალიან მარტივად, აპლიკაციის ცალკეული გვერდის გაუხსნელად შეგიძლიათ ნახოთ ყველა ის სიახლე, რაც აპლიკაციის ახალ ვერსიას დაემატა.
დამეთანხმებით, ახალი ინტერფეისი ბევრად უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გამოსაყენებელია. როგორც ხედავთ, Google-ი ასევე გვამცნობს იმ აპლიკაციების შესახებ, რომელთა დეველოპერებიც იმდენად ზარმაცები არიან, რომ changelog-ის დაწერაც კი ეზარებათ (გთხოვთ, შეწყვიტეთ).
ახალი ინტერფეისი სულ რამდენიმე წუთის წინ შევნიშნე Huawei P20 Lite-ზე (ჰმ, ნეტავ რათ მინდა ეს ტელეფონი…). მასზე Play Store-ის 9.4.18 ვერსია მიყენია, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, სიახლე სერვერულად ვრცელდება და აპლიკაციის განახლებას არ მოითხოვს.
ცვლილება: როგორ გაირკვა, აღნიშნული ფუნქცია 2017 წლის ივნისიდან დღემდე ბეტა სტადიაში იყო, ახლა კი მისი სტაბილურ არხზე გავრცელება დაიწყო.