Android P-ს შესაძლოა ჟესტური ნავიგაცია დაემატოს

ჩემი აზრით, iPhone X-ის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოდ გამოსაყენებადი და კომფორტული ფუნქცია არის ჟესტური ნავიგაცია. Apple-მა კიდევ ერთხელ მოახერხა ჩვენი გაოცება შეძლო შეექმნა ნამდვილი უჩარჩოო სმარტფონი, რომლის მეტწილად კონტროლიც ჟესტების საშუალებით იქნებოდა შესაძლებელი. ჩემი აზრით, მსგავსი ინოვაცია ნამდვილად საჭირო და დროული იყო სმარტფონების სამყაროში (იმედია, WebOS-ის ფანები არ გვიწყენენ).

როგორც ჩანს, Google-იც ჩვენს აზრზეა. კომპანიამ გუშინ Android Developers გვერდზე გამოაქვეყნა “სქრინშოთი”, სადაც აშკარად სანახევროდ გამომცხვარი სანავიგაციო დაფა ჩანს. იდეაში, სტატია Android P-ს ახალ უსაფრთხოების ცვლილება, კერძოდ კი სისტემურ დონეზე DNS-ის ცვლილებას ეხებოდა, თუმცა, ამისთვის არავის ეცალა და ფანების 99%-მა პირველი ახალი ღილაკები შენიშნა. თუმცა, Google-მა სწრაფად იმოქმედა და მალევე ატვირთა ჭამოჭრილი “სქრინშოთი”, სადაც დაფა უკვე აღარ ჩანს.

მე თუ მკითხავთ, ახალი სანავიგაციო დაფა ძალიან, ძალიან, ძალიან მახინჯია. კარგი იქნება, თუ Nexus-ის (ეჰ) სტილის უკან გამსვლელი ღილაკი თეთრით შეივსება და Pixel-ის ინტერფეისს შეეხამება. გაითვალისწინეთ, რომ ფუნქცია დიდი ალბათობით ჯერჯერობით ალფა სტადიაშია. არ გამიკვირდება, რომ იგი მესამე დეველოპერულ ანაწყობში ვიხილოთ Google I/O-ს შემდეგ.

წყარო: Android Developers