რა არის Android-ის უდიდესი პრობლემა? რა თქმა უნდა, ფრაგმენტაცია. ყოველ წლიურად, როდესაც Google-ი I/O-ზე სისტემის ახალ ვერსიას ან ფუნქციას წარადგენს, მომხმარებლები არც ისე გახარებულები არიან, რადგან იციან, რომ მათ ტელეფონებზე განახლებას შეიძლება 1 წლითაც კი დააგვიანდეს. არსებული სიტუაციის გამო Google-ი ხშირად კრიტიკდებოდა და კომპანიაც პრობლემის გამოსწორებას გვპირდებოდა, თუმცა სიტუაცია ოდნავადაც კი არ გამოსწორებულა.
Android N-ის კოდში “ქექვის” შემდეგ Android Central-ის დეველოპრებმა აღმოაჩინეს, რომ Android-ის ეს პრობლემა შეიძლება მალე აღმოიფხვრეს, რასაც N-ის დიდ ცვლილებას უნდა ვუმადლოდეთ.
რა არის ეს ცვლილება? გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, Google-ი აპირებს ოპერაციული სისტემის ორ ნაწილად გაყოფას: სისტემის ბირთვი (ე.წ. back-end) და სამომხმარებლო ინტერფეისი (ე.წ. front-end), რომლის შეცვლაც მწარმოებლებს შეუძლიათ სკინის გადაკვრით, ფუნქციებისა და აპლიკაციების დამატებით. სისტემის ორ კომპონენტად დანაწევრება საშუალებას მისცემს Google-ს, რომ მნიშვნელოვანი განახლებები სისტემის ბირთვისთვის გამოუშვას. ასე რომ, მწარმოებლებს აღარ მოუწევთ იმაზე დარდი, რომ ტელეფონის სრულად ფუნქციონირებისთვის ბირთვის კოდის შეცვლა იქნება საჭრო. მათ მხოლოდ თავიანთი აპლიკაციების განახლება დასჭირდებათ.
როგორც უკვე იცით, Google-ი Nexus ხაზის მოწყობილობებზე ყოველ თვიურად უსაფრთხოების განახლებას უშვებს. აღნიშნული ცვლილების შემდეგ ეს განახლება ყველა მოწყობილობაზე (რომლებზეც Android N აყენია) თითქმის ერთროულად გამოვა.
“ნება მიეცით Google-ს იზრუნოს Widevine ან Stagefrigth ვირუსების ამოქოლვაზე, Samsung-ი კი თავის პროგრამებზე იზრუნებს”, აღწერს ბლოგერი Android Central-ზე. “Android-ის პრობლემების გამოსწორება ხომ Google-ის საქმეა, სხვა მწარმოებლები კი სისტემაზე დაფუძნებული თავისი პროგრამის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ. ასე ხომ ყველა ბედნიერი იქნება.”
კვლევის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ სტატია Android Central-ზე.