ექსკლუზივი: Android-ის შემდეგი ვერსია Android 10.0 იქნება

უკვე დიდი ხანია, რაც Google-ი სისტემის ახალი ვერსიის ნუმერაციის შესახებ მინიშნებებს Demo რეჟიმში ტოვებს. Android O-ს დეველოპერულ ანაწყობში საათი 8:00-ზე ეყენა და როგორც მოსალოდნელი იყო, Oreo-ს ვერსია 8.0 აღმოჩნდა. წელს კი საათის მაჩვენებელი 10:10-ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ Android P დიდი ალბათობით Android 10.0 იქნება.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ წელს პირველი Android სმარტფონების გამოშვებიდან 10 წელი გავიდა. ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სისტემის შემდეგი ვერსია სიმბოლურად Android 10.0 იქნება.

Comments are closed.