თითქმის ერთი თვის წინ SamMobile-მა GeekBench-ზე Samsung-ის ახალი სმარტფონი შეამჩნია. მათ მაშინვე ივარაუდეს, რომ ტელეფონი დიდი ალბათობით კომპანიის პირველ Android Go მოწყობილობას წარმოადგენს. სმარტფონი აღჭურვილია 1GB ოპერატიული მეხსიერებით, 4 ბირთვიანი პროცესორითა და რაღა თქმა უნდა Android 8.1 Go ოპერაციული სისტემით. Geekbench-ის სინთეტიკურ ტესტებში პროცესორის სახელად “Universal7570_Go” არის მოხსენიებული. დიდი აღნიშნულით აღნიშნული ჩიპსეტი Exynos 7570-ის გაუმჯობესებული ვარიანტია, რომელიც 1.43GHz სიხშირეზე იმუშავებს.
ცოტახანშივე გამოვლინდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოწყობილობას დიდი ალბათობით Galaxy J2 Core ექნება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ Samsung-ი სმარტფონის ტესტირებას ნეპალში, ბანგლადეშში, ინდოეთსა და შრი ლანკაში აწარმოებს. აღნიშნული მარკეტები სწორედ ისინია, სადაც Samsung-ი ყველაზე ხშირად უშვებს ბიუჯეტურ სმარტფონებს.
როგორც უკვე იცით, Samsung-ი მაინცდამაინც არ მიჰყვება ხოლმე თავისი “კონკურენტის”, Google-ის სტანდარტებს. სწორედ ამიტომ არ წევრიანდებოდა მწარმოებელი აქამდე Android Go პროგრამაში. ჩემი აზრით მსგავსი ბრენდისგან აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სმარტფონის წარმოება საკმაოდ საინტერესო სანახავი უნდა იყოს.
წყარო: SamMobile