Moto G5S Plus-მა Android 8.1 განახლება მიიღო

როგორც იქნა, გასულ წლის ერთ-ერთმა საუკეთესო საშუალო დონის სმარტფონმა Android Oreo მიიღო. Moto G5S Plus-ი Android 2017 წლის აგვისტოში Android 7.1-ით გამოვიდა და მის მერე მნიშვნელოვანი განახლება არ მიუღია. როგორც იქნა, Lenovo-მ “მოიცალა” და სმარტფონი 8.0-ის გამოტოვებით 8.1-ზე განაახლა.

ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, განახლება შეიცავს დახვეწილ შეტყობინებების სისტემას, multitasking-ის შესაძლებლობებსა და განახლებულ ინტერნეტისა და ბატარეის დამზოგავ რეჟიმებს. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ განახლება პირველი ივნისის უსაფრთხოების პაჩით გამოდის.

წყარო: Moto