საუკეთესო დრო ტელეფონის შესაძენად აპრილშია

Android სმარტფონების სამყარო ხშირად საკმაოდ ქაოსური და არაორგანიზებულია, თუმცა როგორც ჩანს წელს ეს პრობლემა აღმოიფხვრა და Android მოწყობილობების უმრავლესობის დებიუტი აპრილში ხდება. Android Marshmallow-ს გამოსვლიდან ექვსი თვის შემდეგ ძალიან ბევრმა მწარმოებელმა უკვე მოახერხა, თავიანთი ფლაგმანები ოპერაციულ ისისტემის უახლესი ვერსიით აღეჭურვა. ასეთი სმარტფონების რიცხვს მიეკუთვნება უკვე გამოსული Xiaomi Mi 5 და Samsung Galaxy S7, თუმცა შემდეგ თვეს არჩევანი კიდევ უფრე გაიზრდება.

Huawei-ს ფლაგმანი P9, რომელიც ორმაგი კამერის სისტემითაა აღჭურვილი, 6 აპრილს გამოდის Meizu M3 Note-თან ერთად. ერთი კვირის შემდეგ კი HTC წარგვიდგენს თავიანთ 2016 წლის ფლაგმანს, რომელსაც დიდი ალბათობით HTC 10 ერქმევა. საერთო მხიარულებას შეუერთდება Oppo-ც, რომელიც ორ სმარტფონს, R9-სა და R9 Plus-ს წარგვიდგენს. ზოგს R9-ს 16 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა მოეწონება, ზოგს HTC-ს BoomSound ტექნოლოგია, ზოგსაც კი Huawei-ს 3,900 მილიამპერიანი ბატარეა მოხიბლავს. მაგრამ, ერთი რამ ნათელია – აპრილში ანდროიდის ყველა ფანი მოგებული დარჩება. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს Zopo Speed 8-ც, რომელსაც სმარტფონის კვალობაზე საკმაოდ დიდი, ათ ბირთვიანი პროცესორი აქვს.sec-4-mobile-3.0

Android ფლაგმანების ასეთი ბუმი ორმა ფაქტორმა განაპირობა: Marshmallow-სა და Qualcomm Snapdragon 820-ის გამოსვლამ. დამეთანხმებით, გასაოცარი ჩიპსეტი იმსახურებს ტელეფონს, რომელიც დაეხმარება მას თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენაში. თუ რა შესაძლებლობები აქვს 820-ს, ეს კარგად გამოჩნდა Mi 5-სა და Galaxy S7-ის შედეგებში. თუმცა ყველაზე დამაინტრიგებელი ფაქტორი თვთონ ანდროიდია. რამდენიმე მწარმოებლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ გავარკვიეთ, რომ გუგლის გამოშვებულ სისტემაზე თავიანთი პროგრამის ჩაწერისათვის მათ ოთხ თვეზე მეტი სჭირდებათ. მათ პროგრამაში კი იგულისხმება სკინი, რომელიც სისტემაზეა გადაკრული, კამერის აპლიკაცია გაუმჯობესებული შესაძლებლობებით და ა.შ.. სწორედ ამიტომ არ გვიანდება LG G5-ის გაყიდვების დაწყება. Sony-ს Xperia სმარტფონებისთვისაც სიტუაცია იგივენაირია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, გუგლი ანდროიდის ახალ ვერსიას ყოველთვის ოქტომბერში უშვებდა. ამისი მთავარი მიზანი ისაა, რომ სისტემის წარმატებამ გადაფაროს ეფლის iOS-ის მიერ გამოწვეული აჟიოტაჟი, რომელიც როგორც წესი სექტემბერში გამოდის ხოლმე. იმის გამო, რომ მწარმოებლებს ბევრი დრო სჭრიდებათ სისტემის თავიანთ სმარტფონებზე მოსარგებად, შემდეგი წლის თებერვლამდე, Mobile World Congress-ამდე გვიწევს ხოლმე ლოდინი, სადაც ყოველთვის ნამდვილად საუკეთესო ტექნიკას ვნახულობთ. თუ გუგლი თავის ტაქტიკას გააგრძელებს, სავარაუდოდ ტრადიცია შეანრჩუნება და აპრილი გახდება ის თვე, როდესაც მომხმარებლების არჩევანი ყველაზე დიდი იქნება.

თუ თქვენ უახლოეს მომავალში ტელეფონის შეძენას აპირებთ, გირჩევთ რამდენიმე კვირაც დაიცადოთ, რათა იხილოთ, თუ რისი შემოთავაზება შეუძლიათ მსოფლიოს უდიდეს მწარმოებლებს. უფრო მეტ მოწყობილობას ექნება USB-C მხარდაჭერა. LG და Huawei შეეცდებიან დაგვარწმუნონ, რომ ტელეფონის უკან ერთი კამერა საკმარისი არაა. Apple-იც გაფართხალდა და iPhone SE გამოუშვა, თუმცა უდავოა, რომ აპრილი იქნება ანდროიდ სმარტფონების თვე.