OnePlus 2-მა OxygenOS 3.0 (Marshmallow) Beta განახლება მიიღო

გასულ წელს OnePlus-მა გამოუშვა ფლაგმანი, სახელად OnePlus 2, რომელიც Lollipop-ითაა აღჭურვილი. Android 6.0 Marshmallow-ს გამოსვლის შემდეგ, აღნიშნული მოწყობილობა ჯერ კიდევ არ განახლებულა. რამდენიმე OEM-მა უკვე მოასწრო თავიანთი ფლაგმანებისთვის გაეგზავნათ უახლესი სისტემის განახლება, თუმცა OnePlus-მა ნამდვილად დაიგვიანა. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. დღეს კომპანიამ OxygenOS 3.0 გამოუშვა, რომელიც Marshmallow-ზეა დაფუძნებული. მისი დაყენება ახლავე შეგიძლიათ.

OnePlus-ი ამ ვერსიას “community build-ს” ეძახის, რადგან ის ჯერ ბეტა ფაზაშია და დატესტვას საჭიროებს. იგი არ გავრცელდება OTA განახლების სახით, ამიტომ თუ მისი აყენება გსურთ, მისი გადმოწერა და დაფლეშვა მოგიწევთ. აღნიშნულ ვერსიაში შესული ცვლილებების სია კი ასე გამოიყურება:

  • განახლდა Android 6.0.1 Marshmallow-ზე
  • ახალი OnePlus Camera UI
    • სამომხმარებლო ინტერფეისი დაიხვეწა: მაღლა/დაბლა ასრიალება ახლა ფოტოსა და ვიდეო რეჟიმის გადამრთველლია. HD/HDR და განათების პარამეტრები ზედა მარჯვენა კუთხეშია.
    • Aspect ratio-ს შეცვლა და grid-ის გააქტიურება უკვე პარამეტრებში შესვლის გარეშეა შესაძლებელი.
  • ახალი შპალერის ასარჩევი
    • ადვილად დაათვალიერეთ და დააყენეთ შპალერი ერთდროულად home და lock ეკრანებზე.
  • დაიხვეწა Shelf UX
    • ამოღებულია edit რეჟიმი, დაფების გადაადგილება ან წაშლა შესაძლებელია ხანგრძლივი დაჭერით.
  • ასწრაფდა სისტემის მუშაობა
    • ბენჩმარკებში 47%-ით მაღალი შედეგი აჩვენა, ვიდრე OxygenOS 2.2.1-მა
  • ასწრაფდა თითის ანაბეჭდის წაკითხვის სიჩქარე
    • OxygenOS 2.2.1-თან შედარებით 45%-ით სწრაფად მუშაობს.
  • პარამეტრების ცვლილებები
    • დაემატა Android-ის ახალი permission-ების სისტემა.
    • დაიხვეწა Alert Slider-ის customization-ის ოფციები.
    • დაიხვეწა პარამეტრების მენიუს კატეგორიების განლაგება.
  • მარტის უსწფრთხოების პატჩები.

თქვენ შეგიძლიათ დააინსტალოთ 1.1GB-იანი ანაწყობი OnePlus 2-ზე იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ სტოკ v2.2.0 (ან უფრო ახალ) სისტემაზე. Lollipop ანაწყობის დაფლეშვის დროს საჭიროა განხორციელდეს ქარხნული რესეტი, ამიტომ გირჩევთ შეინახოთ თქვენი ინფორმაცია. ახალ ანაწყობს ასევე აქვს რამდენიმე პოტენციური პრობლემა:

  • თქვენი დამახსოვრებული თითის ანაბეჭდები წაიშლება, ამიტომ მათი დამატება ახლიდან მოგიწევთ
  • Maxxaudio tuner წაიშლება
  • Oxygen OS-ს წინა ვერსიაზე დაბრუნების დროს საჭიროა ქარხნული რესეტი
  • რამდენიმე ტესტერმა შეამჩნია WiFi-ს სიჩქარის პრობლემები
  • ზოგიერთი ძველი აპლიკაცია არ იმუშავებს თუ ის არ განახლდება M-ზე მორგებულ შესაბამის ვერსიაზე
  • Shelf-ში ხშირად გამოყენებული აპლიკაციების ზომა შეიძლება შევიწროვდეს. წაშალეთ და თავიდან დაამატეთ დაფა რათა გამოსწორდეს პრობლემა
  • ენების ლოკალიზაციის დახვეწა ისევ პროცესშია.

წყარო: OnePlus Forums