უკვე რამდენიმე წელია, რაც მწარმოებლები ერთმანეთს არა მხოლოდ უკეთესი სმარტფონების გამოშვებაში, არამედ სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის შემუშავებაშიც ეჯიბრებიან. ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სტანდარტს ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელიც კი იყენებს. მაგალითისთვის, OPPO აწარმოებს VOOC ტექნოლოგიას, რომელსაც OnePlus მოწყობილობებიც იყენებენ. Qualcomm-ის Quick Charge-ის მხარდაჭერა კი ასობით მოწყობილობას აქვს. მათი მიზანი ერთია: რაც შეიძლება ნაკლებად იყოთ მიჯაჭვული სადენზე. სულ რამდენიმე დღის წინ, Xiaomi-მ გამოუშვა ახალი დამტენი, რომელიც ტელეფონს 17 წუთში მუხტავს.
ვიდეო Redmi-ს გენერალური მენეჯერის, ლუ ვეიბინგის Weibo-ს ანგარიშზე გამოჩნდა. კომპანიამ ტექნოლოგიას Super Charge Turbo უწოდა. ვიდეოში, მარცხენა მხარეს ვხედავთ Xiaomi-ს ტელეფონს, რომელსაც მასიური, 4,000 მილიამპერის მოცულობის აკუმულატორი და Super Charge Turbo-ს მხარდაჭერა აქვს. მარჯვენა მხარეს კი OPPO-ს 3,700 მილიამპერიანი აკუმულატორიანი SuperVOOC მხარდაჭერილ მოწყობილობას ვხედავთ. როგორც ვიდეოში ჩანს, Xiaomi-ს ტელეფონის სრულად დამუხტვას სულ რაღაც 17 წუთი სჭირდება, OPPO-ს ტელეფომა კი მხოლოდ 65%-ს მიაღწია, მიუხედავად იმისა რომ მას შედარებით უფრო მცირე მოცულობის ბატარეა აქვს.
OPPO-ს SuperVOOC ტექნოლოგია ტელეფონს მხოლოდ 50 ვატს, Super Charge Turbo კი 100 ვატს იყენებს. სწორედ ამის გამოა ის თავის კონკურენტზე თითქმის ორჯერ სწრაფი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩანერგავს Xiaomi ამ ტექნოლოგიას სმარტფონებში. სამწუხაროდ, უცნობია ისიც, თუ როგორ გაუმკლავდება იგი მაღალ ტემპერატურასა აკუმულატორის იონების დეგრადირებას.
წყარო: ლუ ვეიბინგი