Android N-მა Chrombook-ებიდან შეუმჩნეველი განახლების ფუნქცია ისესხა

Google-მა keynote-ზე Android N-ს ერთ-ერთი ახალი ფუნქცია განმარტა, რომელიც სიმანდვილეში არც თუ ისე ახალია. აღნიშნული ფუნქცია დიდი ხანია, რაც Chrombook-ებში გამოიყენება, მას შეუმჩნეველი განახლებები ჰქვია. ახლა უკვე Android-საც შეეძლება დააინსტალოს OTA განახლებები ფონურ რეჟიმში. სისტემის ახალი ვერსია ტელეფონის გადატვირთვისთანავე გამოჩნდება, ყოველგვარი დიალოგების გარეშე.

როგორც ცნობილია, Android-ის ჯგუფმა ამ ფუნქციისთვის Chrome OS-იდან ისესხა კოდი. OTA განახლეა ავტომატურად გადმოიწერება და დაინსტალდება თქვენი შეწუხების გარეშე. შემდეგში, როცა ტელეფონს გადატვირთავთ, თქვენ უკვე განახლებულ სისტემაში იქნებით. აღარ იქნება არც დამატებითი დიალოგები, და არც აპლიკაციების დამუშავებისთვის ლოდინი მოგიწევთ, რაც ამდენი ხანი გვაწუხებდა.

Android N-ი ამას ორი სისტემური დანაყოფის მეშვეობით ახერხებს. მათგან ერთ-ერთი აქტიურ რეჟიმშია, მეორე კი გათიშულია. როდესაც ახალი განახლება მოგივათ, იგი გათიშულ დანაყოფზე დაინსტალდება. შემდეგი გადატვირთვის დროს, მოწყობილობას გათიშული დანაყოფიდან აქტიურ დანაყოფზე გადააქვს სისტემა. აღნიშნული დანაყოფების სისტემის მეშვეობით, თქვენ შეგეძლებათ სისტემის ძველ ვერსიაზე მარტივად დაბრუნება, იმ შემთხვევაში თუ განახლების დაყენებით მოწყობილობა დაზიანდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ადგილს დაიკავებს მეორე დანაყოფი.

nexus2cee_ChromeOSFilesystemAutoupdate

შეუმჩნეველი განახლებები ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ მოწყობილობაში, რომელიც Android N-ით გამოვა. რა საკვირველია, განსხვავებულ ტელეფონებს განსხვავებული განახლების პროცესი ექნებათ. სამწუხაროდ, აღნიშნული პროცესი არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ მწარმოებლები ძალიან აგვიანებენ მომხმარებლამდე განახლების მიწოდების.

წყარო: Android Developers