გასულ წელს, Stage Fright ვირუსთან ბრძოლის დროს, Google-მა ფორმალურად აღნიშნა Nexus მოწყობილობებისთვის განახლების გავრცელების პირობები. ახლა კი, კომპანიამ გამოაქვეყნა მხარდაჭერის შეწყვეტის მიახლოებული თარიღი თითოეული მოწყობილობისათვის. აღნიშნული ინფორმაცია საიტზე რამდენიმე კვირის წინ დაემატა, თუმცა მის შესახებ ახლახანს გახდა ცნობილი.
Nexus მოწყობილობები უსაფრთხოების განახლებებს მიიღებენ მოწყობილობის გამოსვლიდან 3 წელში ან Google Store-ის დატოვებიდან 18 თვეში. მნიშვნელოვან სისტემური განახლებები კი 2 წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული სია ასე გამოიყურება:
- Nexus 5X – მიიღებს განახლებებს 2017 წლის სექტემბრამდე
- Nexus 6P – მიიღებს განახლებებს 2017 წლის სექტემბრამდე
- Nexus 9 – მიიღებს განახლებებს 2016 წლის ოქტომბრამდე
- Nexus 6 – მიიღებს განახლებებს 2016 წლის ოქტომბრამდე
- Nexus 5 – მიიღებს განახლებებს 2015 წლის ოქტომბრამდე – შეწყდა
- Nexus 7 (2013) – მიიღებს განახლებას 2015 წლის ივლისამდე – შეწყდა
- Nexus 10 – მიიღებს განახლებებს 2014 წლის ნოემბრამდე – შეწყდა
როგორც ხედავთ, სიაში არაა ინფორმაცია Nexus 6-ის შესახებ, რომლის განახლებებსაც ვადა სავარაუდოდ ამ წლის შემოდგომაზე გაუვა ისევე, როგორც Nexus 9-ს. სიაში ასევე არაა Nexus 4, რომელსაც კარგა ხანია რაც განახლებები შეუწყდა.
წყარო: Google Support