ექსკლუზივი: Google-ი Nexus მოწყობილობებისთვის მუდმივი დახმარების სერვისზე მუშაობს

მიესალმეთ Google Support-ს – ახალ აპლიკაციას Google-სგან, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეეძლებათ პირდაპირ რეჟიმში დაუკავშირდნენ დახმარების სერვისს. დიდი ალბათობით, აღნიშნული აპლიკაცია გამოჩნდება HTC-ის Nexus მოწყობილობებში, Marlin-სა და Sailfish-ში.

Google Support-ის საშუალებით, თქვენ შეგეძლებათ გაუზიაროთ ეკრანზე ასახული ინფორმაცია დამხმარე აგენტს. ამ სერვისის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, აპლიკაციას ექნება აუდიო ან ტექსტური ჩატიც. აგრეთვე უცნობია შეეძლებათ თუ არა აგენტებს თქვენი მოწყობილობის მართვა, ეკრანის გაზიარების საშუალებით.

nexus2cee_supportscreen-02

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სერვისი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Nexus ხაზის სმარტფონებისათვის. Google-ი არ უზრუნველყოფს დამხარებას სხვა მწარმოებლების მოწყობილობებისათვის.