წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Google-ი Android-ში ეკრანის გაყოფის ფუნქციას ამატებდა, რომლის საშუალებითაც ერთდროულად ორ აპლიკაციაში მუშაობა შეგვეძლებოდა. როგორც იქნა, აღნიშნული ფუნქცია Android N-ში დაემატა. აპლიკაციაში მისი მხარდაჭერის დამატებისთვის დეველოპერებს დასჭირდებათ სამიზნე SDK-დ Android N-ის მითითება, დანარჩენს კი სისტემა მიხედავს.
დეველოპერებმა ასევე ნება უნდა დართონ multi-windows ატრიბუტს, სახელად android:resizableActivity. სწორედ ამ ატრიბუტის საშუალებით დააყენებს დეველოპერ მინიმალურ დასაშვებ ზომას, ანუ სადამდე შეეძლეება აპლიკაციას შემცირება. სამომხმარებლო ინტერფეისი ავტომატურად შემცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მხარდაჭერილი იქნება ყველა ზომისა და გაფართოების ტელეფონსა თუ პლანშეტზე. ასევე პორტრეტისა და ლანდშაფტურ რეჟიმში. მხარდაჭერილ აპლიკაციებში ეკრანის გაყოფის ჩართვა სპეციალური ღილაკით იქნება შესაძლებელი.
კიდევ უფრო საინტერესოა “სურათი-სურათზე” ფუნქცია, რომლის საშუალებით ერთი აპლიკაცია მეორის ზემოდან ილივლივებს. სამწუხაროდ, აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Android TV მოწყობილობებისთვის, რაც ძალიან ცუდია.