როგორც უკვე იცით, მაისში Google-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კომპანია იუწყებოდა, რომ ისინი Adobe Flash-ის საბოლოოდ ამოძირკვას აპირებენ. მაშინ მათ თქვეს, რომ 2016 წლის მეოთხე ნახევრიდან Chrome-ში დაიბლოკება Flash-ის პლაგინები და HTML5 წინა ფლანგზე გადმოიწევს.
Chrome 53-იდან დაწყებული – რომელიც ახლა ბეტა სტადიაშია – სექტემბრიდან, ფონურ რეჟიმში მომუშავე Flash-ის ელემენტები, როგორებიცაა გვერდის სტატისტიკა, ბრაუზერში დაბლოკილი იქნება. Google-ის განცხადებით, პლაგინების 90% ფონურ რეჟიმშია გაშვებული და მათი უმრავლესობა სტატისტიკისთვის გამოიყენება. კომპანიის აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს დეველოპერებს, სასწრაფოდ გადავიდნენ HTML5-ზე, რომელიც ბევრად უფრო სწრაფია და მოიხმარს ნაკლებ ენერგიას. კომპანიაში აღნიშნეს ისიც, რომ ძალინა ბევრი საიტი უფრო რესპონსიული გახდება.
Flash-ის ამოძირკვისკენ შემდეგი ნაწილში დეკემბერში, Chrome 55-ის გამოსვლისას გამოვა. აღნიშნულ ვერსიაში HTML5 ნაგულსისხმევად დაყენდება და მომხმარებლებს Flash-ის გააქტიურება კონრეტულ საიტებზე ხელით მოუწევთ.
Google-მა 10 ძალიან პოპულალური საიტი, რომლებიც ისევ Flash-ს იყენებენ, ე.წ. თეთრ სიაში შეიყვანა და მათ ერთი წელი მისცა HTML5-ზე გადასასვლელად. კომპანიაში მუშაობენ ოფციებისა და ცვლილებების მაქსიმალურად დასახვეწად.