Android Studio 2.2-მა სტაბილურ არხზე გადაინაცვლა

როგორც იქნა, Android Studio 2.2, სტაბილური ვერსია ხელმისაწვდომი გახდა. ჯერ კიდევ Google I/O 2016-ზე წარმოდგენილი იყო ახალი შესაძლებლობები. ორიენტაცია ძირითადად დეველოპმენტის ასწრაფებასა და გამარტივებაზე იყო აღებული.

სიახლეების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დიდი განახლებაა რაც Android Studio-სთვის ყოფილა. დაწყებული ინტერფეისის დიზაინიდან დამთავრებული ტესტირებამდე ყველა ასპექტში არის ახალი ხელსაწყოები. ყურადღების მიმქცევია ახალი ConstraintLayout ედიტორი და Espresso-ს ავტომატური ტესტების ჩამწერი. ასევე APK ფაილის ანალიზის ხელსაწყო რომელიც აჩვენებს რა რესურსები რა მოცულობას იჭერს საბოლოო APK-ში.

დიზაინი

თუმცა ეს ყველაფერი canary და dev არხებზე რამოდენიმე თვის წინათ უკვე ხელმისაწვდომი იყო.

ბოლო სტაბილური ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია აქ.

 

წყარო: Android Developers Blog, Android Studio Project Site