2016 წლის I/O-ზე Google-ი შეგვპირდა, რომ Allo-ს ზაფხულში ვიხილავდით. როგორც ჩანს, კომპანიამ მაშინ ზაფხულის ბოლო დღე იგულისხმა. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. Allo დღეს გამოვიდა და მისი გადმოწერა უკვე შესაძლებელია Play Store-დან. თუ თქვენ მას მარკეტში ვერ ხედავთ, გირჩევთ, რომ ცოტათ მოიცადოთ.
თუ გჭირდებათ, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ Allo-ს შესაძლებლობები, იხილეთ ვიდეო და ეს ვებ საიტი.
https://www.youtube.com/watch?v=VXEkoXgb4bI
Allo-ზე რეგისტრაცია ტელეფონის ნომრით ხდება და იგი მხოლოდ მობილურ ტელეფონებზე მუშაობს (ჯერჯერობით). ყველა თქვენი კონტაქტი, რომელიც Allo-ს იყენებს, აპლიკაციაში ავტომატურად გამოჩნდებიან. აგრეთვე შეგიძლიათ მოიწვიოთ ისინიც, ვინც აპლიკაციას არ იყენებენ. იმედია, მათთვის ჯერ არ გითხოვიათ, რომ Hangouts-ის გამოყენება დაეწყოთ.
Allo-ს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი Google Assistant-ია, რომელიც მალე Android-ისა და Google-ის დიდი ნაწილი გახდება. მისი საშუალებით, შეგიძლიათ გაიგო საჭირო ინფორმაცია, ბმულები, გადათარგმნოთ ტექსტი, შეასრულოთ მათემატიკური მოქმედებები და ა.შ. ერთი სიტყვით, იგი ერთგვარი ხელოვნური ინტელექტია. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ენის ნატურალური დამუშავების მეთოდს იყენებს, რისი წყალობითაც თქვენი დიალოგი შუაში არ გაწყდება. მაგალითისვთვის, თქვენ შეგიძლიათ კითხოთ მას, თუ რა ამინდი იქნება დღეს. შემდეგ კი, დაუსვათ უბრალო შეკითხვა, “ხვალ?” Assistant-ს ცალკე ჩატი აქვს გამოყოფილი, საიდანაც მასთან კონტაქტი შეგეძლებათ.