ალბათ უკვე გაიგებდით, რომ 4 ოქტომბერს Google-ი რაღაც გრანდიოზულს აპირებს. ეს რაღაც იმაზე დიდი იქნება, ვიდრე Pixel ხაზის მოწყობილობები. ვიდრე Chromecast Ultra, Google Home ან Google WiFi. რამდენიმე საათის წინ ჰიროში ლოქჰეიმერმა, Android-ის, Google Play-სა და Chrome-ის სინიორ ვიცე პრეზიდენტმა ეს დაწერა.
We announced the 1st version of Android 8 years ago today. I have a feeling 8 years from now we'll be talking about Oct 4, 2016.
— Hiroshi Lockheimer (@lockheimer) September 24, 2016
ჩვენ Android-ი 8 წლის წინ გამოვუშვით. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ 8 წლის შემდეგ 2016 წლის 4 ოქტომბერზე ილაპარაკებენ.
დიდი ვარაუდით, ჰიროში Android-ისა და Chrome OS-ის გაერთიანებაზე საუბრობს, რომლის შესახებაც ჭორები რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. Google-ში ამ პროექტს Andromeda-ს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, ვნახავთ თუ არა Andromeda-ს 4 ოქტომბერს, მაინც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ იგი ნამდვილად არსებობს.
ამ ორი სისტემის გაერთიანების შესახებ ჭორები მას შემდეგ დადის, რაც Chrome OS-ი გამოვიდა. თუმცა, ყველა სანდრო წყარო თითქმის ერთი წლის წინ მოვიპოვეთ, როდესაც ამ პროექტის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა. სულ რამდენიმე საათის წინ კი აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Andromeda Nexus 9-ზე იტესტება.
WSJ-ს განცხადებით, გაერთიანებული OS-ი 2017 წლამდე არ იქნება მზად. დიდი ალბათობით, ეს სიმართლეა. თუმცა, მათ აგრეთვე თქვეს, რომ Google-ი “ადრინდელ ვერსიას 2016 წელს გვაჩვენებს”. 2016 წელი უკვე იწურება, 4 ოქტომბერი კი კარზეა მომდგარი. ჰიროშის პოსტმა ხომ საერთოდ დაგვაინტრიგა. რა უნდა იყოს იმაზე მასშტაბური და გრანდიოზული, ვიდრე Android-ის გამოსვლა? რა თქმა უნდა, არა უბრალოდ რამდენიმე ტელეფონი. ალბათ, Android-ის ღირსეული კონკურენტის გამოშვება, თვით Google-ის მიერ.
და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დიდი რაღაც, სწორედ Andromeda-ა, რომლის გამოსვლაც WSJ-მ ერთ წლის წინ იწინასწარმეტყველა. ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს Android-ისთვისა და მისი მომავლისთვის. თუმცა ერთი რამ ნათელია – 4 ოქტომბერი გრანდიოზული იქნება. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებაას.