ყველა სხვა მოწყობილობასთან ერთად გუშინდელი Google-ის ღონისძიებიდან, ჩვენ Chromecast Ultra-ს შესახებაც ვიცოდით. მასზე ინფორმაცია რამდნეიმე კვირის წინ გავრცელდა და რამდენიმე სურათიც ვიხილეთ. გუშინ კი კომპანიამ გაგვიმხილა, რომ გამოსვლის დღიდან, სულ 30 მილიონი Chromecast-ი გაიყიდა.
აღნიშნული მოწყობილობა ძალიან გავს ამჟამინდელ Chromecast-ს, თუმცა ცვილება ისაა, რომ Ultra-ზე G-ს (Google-ის) ლოგოა დატანებული. როგორც მოველოდით, აპარატს 4K HDR ვიდეოსა და Dolby Vision-ის მხარდაჭერა აქვს.
Google-ის განცხადებით, Ultra 1.8-ჯერ უფრო სწრაფია ამჟამინდელ მოდელებზე. აგრეთვე, მათი თქმით, მოწყობილობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა WiFi-ს კავშირებადობა. ყველაზე დიდი სიურპრიზი კი ალბათ დამტენზე მიშენებული ინტერნეტის პორტია, რომელიც 4K ვიდეოს WiFi-ზე უკეთესად გაშვებას უზრუნველყოფს.
მოწყობილობის გამოყენების გაუმჯობესების მიზნით, Google Play Movies-შ მალე ვიხილავთ ფილმებს 4K გაფართოებაში. მოწყობილობის ფასი $69-ს შეადგენს და მისი გაყიდვა ნოემბერში დაიწყება.