Acer-მა IFA-ზე სამი ახალი სმარტფონი – Iconia Talk S, Liquid Z6 და Liquid Z6 Plus-ი წარგვიდგინა. ყველა მადგანი ბიუჯეტურ სმარტფონად ითვლება, თუმცა არის მათ შორის რაღაც განსხვავებები.
Iconia Talk S-ს გიგანტური 7 ინჩიანი ეკრანი აქვს, თუმცა მისი გაფართოება სულ რაღაც 720p-ა. იგი აღჭურვილია უცნობი ოთხ ბირთვიანი პროცესორით, 4G LTE და ორი SIM ბარათის მხარდაჭერით, 13MP უკანა კამერით, 128GB-მდე microSD ბარათის სლოტითა და Android 6.0 სისტემით. აღსანიშნავია, რომ მასში Microsoft Office Suite იქნება ჩაშენებული. მასზე ასევე დაყენებული იქნება Pocket.
Liquid Z6-ს 5 ინჩიანი 1080p გაფართოების IPS ეკრანი აქვს, 2.5D “curved” შუშით. აგრეთვე ოთხ ბირთვიანი MediaTek MT6737 პროცესორი, 1GB ოპერატიული და 8GB შიდა მახსოვრობით, 2MP წინა და 8MP უკანა კამერით. სამწუხაროდ, დიდი ალბათობით ტელეფონს microSD ბარათის მხარდაჭერა აქვს, რადგან Acer-ს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
Liquid Z6 Plus-ის სტანდარტული Z6-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. მას აქვს 5.5 ინჩიანი 1080p გაფართოების ეკრანი 2.5D შუშით, MediaTek MT6753 ოთხ ბირთვიანი პროცესორით, 3GB ოპერატიული და 32GB შიდა მეხსიერებით, 5MP წინა და 13MP უკანა კამერით. მას აგრეთვე აქვს თითის ანაბეჭდის სენსორი და მეტალის კორპუსი. ერთი შეხედვით, იგი საკმაოდ სოლიდური მოწყობილობა ჩანს.
ტელეფონები ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. Iconia Talk S-ის გაყიდვები სექტემბერში დაიწყება და €169 ეღირება. Liquid Z6 ნოემბერში გაეშვება და მისი ფასი €119-ს შეადგენს, Liquid Z6 Plus-ის კი დეკემბრიდან €249-ად გაიყიდება.