ADB, fastboot და პლატფორმის სხვა ხელსაწყოების გადმოწერა უკვე ცალკეულადაა შესაძლებელი

თუ თქვენ Android ნერდი ხართ, ალბათ ხშირად დაგჭირვებიათ ADB-ის ან fastboot-ის გამოყენება. მაგალითად OTA-ს დაფლეშვისას ან bootloader-ის გახსნისას. ამისთვის საჭირო პლატფორმის ხელსაწყოებზე წვდომისთვის საჭირო იყო Android Studio-ს გადმოწერა, რომელიც საკმაოდ დიდი პროგრამაა. თუმცა, Google-მა ახლა ამ პაკეტების ატვირთვა ცალკე დაიწყო და მათი ზომა სულ რაღაც 3.5 მეგაბაიტია.

პლატფორმის ხელსაწყოების დაყენება შეგიძლით Windows, Linux და Mac სისტემებზე. გადმოწერის სერვერი უშუალოდ გუგლს ეკუთვნის, ამიტომ თქვენ არ დაგჭირდებათ იმაზე ნერვიულობა, იწერთ თუ არა უახლეს ვერსიას. გადმოწერის შემდეგ თქვენ იხილავთ ZIP ფაილს, რომელშიც ADB, fastboot და რამდენიმე სხვა მოწყობილობა შედის. წინათ, თქვენ SDK-დან 400MB-1.6GB ფაილების გადმოწერა გიწევთ, რომელიც არაფერში გჭირდებათ, თუ დეველოპერი არ ხართ.

ესეც ხელსაწყოების გადმოსაწერი ლინკები, უშუალოდ Google-ისგან (შეგიძლიათ ჩაა-bookmark-ოთ):

წყარო: +Elliot Hughes