Google Allo – ჭკვიანი სამესიჯო აპლიკაცია

I/O-ზე Google-მა ახალი სამესიჯო აპლიკაცია, Allo წარმოადგინა. ეს აპლიკაცია იყენებს ჩვენს მობილურის ნომერს ელექტრონული ფოსტის ნაცვლად (ისევე როგორც WhatsApp). Google-მა მასში ჩააშენა ჭკვიანი პასუხის ფუნქცია, Google Assistant და რაღა თქმა უნდა – სტიკერები.

აპლიკაციაში ასევე ვიხილავთ ერთ ძალიან საინტერესო და უნიკალურ ფუნქციას. მასში არის ერთგვარი “სლაიდერი”, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ ტექსტის ზომა. ყველაზე მაღალი არის ყვირილი, დაბალი კი ჩურჩული. ეს საზომი თქვენი შეტყობინების დონეს განსაზღვრავს.

nexus2cee_Screenshot-83

Allo ასევე გირჩევთ წინასწარ განსაზღვრულ პასუხს თქვენი წინა მიმოწერებიდან გამომდინარე. რა საკვირველია, Allo-ს გამოყენებასთან ერთად, ეს ფუნქცია უფრო და უფრო დაიხვეწება. პროგნოზე იმუშავებს როგორც ტექსტებზე, ასევე სურათებზეც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმე რაიმე სურათს გამოგიგზავნით, Allo ამოიცნობს რა არის გამოსახული მასზე და იმის მიხედვით გირჩევთ პასუხს. აპლიკაციაში აგრეთვე ჩაშენებულია Google Assistant, კომპანიის ჭკვიანი ჩატბოტი, რომლის შესახებაც სტატიას დღესვე იხილავთ.

Assistant-თან ინტერგრაციის საშუალებით, Allo-ს მარტივად შეეძლება ჩატში ისეთი ინფორმაციის ჩასმა, როგორებიცაა რუკები, ფოტოები და ა.შ. Google-მა ასევე გვიჩვენა OpenTable-ის ინტერგრაცია, რომელიც აადვილებს სადილის დაჯავშნას. აპლიკაციაში შესაძლებელია Google Assistant-თან საუბარიც. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე გააბათ მათთან დიალოგი, მაგალითად, სპორტზე, ფილმებზე და სხვა.

nexus2cee_Screenshot-98

უსაფრთხოების მხრივ, Google-მა განაცხადა, რომ Allo end-to-end ტიპის შიფრაციას იყენებს. მასში ასევე შესაძლებელია ინკოგნიტო ჩატების გაკეთებაც, რომელის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ სამუდამოდ იშლება და მისი აღდგენა შეუძლებელია.

nexus2cee_Screenshot-101

Allo ზაფხულში თავის კომპანიონთან, Duo-სთან ერთად გამოვა Android-სა და iOS-ზე.

https://twitter.com/google/status/732991032938352642?ref_src=twsrc%5Etfw