საინტერესო სტატისტიკა Google I/O-დან

დამეთანხმებით, გასული წელი Android-ისთვის საკმაოდ კარგი იყო. როგორც Google-ს ჩვევია ხოლმე, ამჯერადაც დეველოპერულ კონფერენციაზე, თავი რამდენიმე გამაოცებელი რიცხვით მოიწონა. ინჟინერიის ვიცე პრეზიდენტი, დეივ ბიურკი, ამ სიახლეების წარმოთქმისას გახარებული ჩანდა.

2015 წელს კომპანიებმა გამოუშვეს 600-ზე მეტი განსხვავებული ტელეფონი. იგივე დროის შუალედში, Android-ის მომხმარებლებმა დააინსტალეს აპლიკაციები 65 მილიარდჯერ.

თუმცა, აქ ყველაფერი არ წყდება. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ Android Wear-ისთვის არის 12 პარტნიორი ბრენდი, რომლებშიც შედიან ისეთებიც, რომლებიც აქამდე ტექნოლოგიასთან საერთოდ არ ასოცირდებოდნენ. მაგალითად Tag Heuer და Michael Kors. LG-ისა და Samsung-ის პლასტმასის ზედაპირიანი პროდუქტების ერა დამთავრდა.

ასევე გაეშვა 100-ზე მეტი მანქანის მოდელი, რომლებიც წლის ბოლომდე კიდევ 100-ით გაიზრდება.

კომპანიას ამჯერად აქტიური მომხმარებლების რაოდენობაზე არ უტრაბახია, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მარკეტში საკმარისადაა გამჯდარი Android მოწყობილობები. I/O 2017-ისთვის ისევ უნდა მოველოდოთ რიცხვების ზრდას, რადგან Google უკვე სახლებსა და ვირტუალურ რეალობასაც გადაწვდა.