Google Pixel პრეზენტაციის შემდეგ აჟიოტაჟი იყო ატეხილი Android 7.1-ს გარშემო, პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა რომ მხოლოდ ახალი Pixel ტელეფონები მიიღებდნენ მას. თუმცა დღევანდელმა სიახლემ, ოდნავ დაასტაბილურა სიტუაცია რადგანაც Android 7.1-ს developer preview ამ თვის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არა ყველა მოდელისთვის.
Google-ს განცხადებით Nexus 5X იქნება მინიმალური, რისი მხარდაჭერაც ექნება ახალ Android-ს. მას მოჰყვება Nexus 6P და ახალი Pixel C. სხვა ტელეფონები დაემატება ნელ-ნელა. კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა რამოდენიმე ძირითადი სიახლე რაც დეველოპერებისთვის ყველაზე მეტად საინტერესო იქნება.
- App shortcuts API — ამის მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება ძირითადი ფუნქციების გამოძახება და პირდაპირ იქ გადასვლა აპლიკაციაში ნავიგაციის გარეშე. შესაძლებელია მაქსიმუმ 5 ასეთი მოკლე გამოძახების შექმნა, როგორც სტატიკურად ასევე დინამიურად.
- Enhanced wallpaper metadata — გაძლევთ საშუალებას მიაწოდოთ დამატებით ინფორმაცია ნებისმიერ სურათის ასარჩევს რათა ეს ინფორმაცია, როგორიცაა აღწერა, ავტორი და ა.შ.
- Image keyboard support — აფართოვებს შესაძლებლობას რამოდენიმე ტიპის კონტენტის შეყვანას კლავიატურიდან. სტიკერები, ანიმირებული gif-ები და ა.შ. აპლიკაციას შეუძლია უთხრას კლავიატურას რა სახის კონტენტის მიღება შეუძლია და რა შესთავაზოს მომხმარებელს. ფართო გამოყენებისთვის, ეს API დაემატება android support library-ში, რომლის მეშვეობითაც ძველ ვერსიებზეც იქნება ხელმისაწვდომი.
- Storage manager Intent — ამის საშუალებით, მომხმარებლები პირდაპირ ახალი კონფიგურაციის გვერდზე გადავლენ, რათა გამოუყენებელი ფაილებისგან გაათავისუფლონ ტელეფონი.
- რამოდენიმე პარალელურად გაშვებული ზარი და ტელეფონიის ახალი კონფიგურაციები.
როგორც მანამდე, ამჯერადაც შესაძლებელია ბეტა პროგრამაში გაწევრიანება აქედან: Beta და ცოტა ხანში მიიღებთ OTA განახლებას. თუ ჯერ კიდევ Android 7.0-ს ბეტაში ხართ გაწევრიანებული, მაშინ ჯერ ამოეწერეთ სიიდან და შემდეგ გაწევრიანდით 7.1-ში. ეს იქნება სწრაფი developer preview და არა Nougat-ვით რომელიც 6 თვე იყო ტესტის რეჟიმში.
Google-ს განცხადებით დეკემბრის დასაწყისში საბოლოო ვერსია იქნება ხელმისაწვდომი.
წყარო: Android Developers