Android 7.1.1 OTA განახლება გაეშვა Pixel / Pixel XL, Pixel C, Nexus 6P, 5X, 9(+LTE), Player-ისთვის

Android 7.1.1 ქარხნული ვერსიები და ასევე OTA (over-the-air) განახლება ხელმისაწვდომია დილიდან. ქარხნული ვერსიების გადმოწერა შესაძლებელია აქედან, ხოლო OTA აქედან. დილით Verizon-მა გააჟღერა Pixel-ის OTA ვერსიის დეტალების შესახებ ინფორმაცია. Pixel და Pixel XL -ის მფლობელები Verizon-ისგან მიიღებენ დამატებით ჟესტებს (gestures) ნოტიფიკაციების შესამოწმებლად და ა.შ. ეს ყველაფერი ჩამატებული იქნება ავტომატურ განახლებაში.

განახლება შეიცავს ბევრ ახალ ფუნქციონალს მათ შორის ისეთებს რომელიც მხოლოდ Pixel სერიის ექსკლუზივია. დეტალურად შეგიძლია იხილოთ აქ.

Android 7.1.1 აწყობის ნომრები(build number) მოდელების მიხედვით.

  • Pixel / Pixel XL: NMF26O
  • Pixel C: NMF26H
  • Nexus 6P: NMF26F (all carriers except Verizon)
  • Nexus 5X: NMF26F
  • Nexus 9 / 9 LTE: NMF26F
  • Nexus Player: NMF26J

 

მათთვის ვინც developer preview ვერსიიდან მოდის, შეიძლება პრობლემა შეექმნათ ბოლო ვერსიის developer preview -სთან ერთად დაყენების შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს რომ Google-მ უნდა გამოუშვას სპეციალური OTA ბეტა პროგრამის მომხმარებლებისთვის. ველოდებით მოვლენათა განვითარებას.

წყარო: https://developers.google.com/android/images

               https://developers.google.com/android/ota