Google-ის ახალმა Pixel ტელეფონებმა, ცოტათი უფრო ძველმა Nexus 5X-მა და 6P-მ და Pixel C პლანშეტმა თითქმის ერთი თვის წინ მიიღეს Android 7.1.1 განახლება. თუმცა, Nexus 6 (რომელიც 2014 წელს გამოვიდა) მხიარულებას ჩამორჩა და მასზე ჯერ კიდევ 7.0 იყო გაშვებული. დღეს კი, როგორც იქნა, OTA განახლება ამ ტელეფონზეც გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ Motorola-ს Nexus 6 უკვე უკვე გასცდა 2 წლიანი გარანტირებული განახლების ფარგლებს, Google-ი ასე თუ ისე მაინც ცდილობს, რომ მისთვის სისტემის ბოლო ვერსია უზრუნველყოს. ბოლო-ბოლო, ტელეფონი Snapdragon 805 პროცესორითა და 3GB ოპერატიული მეხსიერებითაა აღჭურვილი. იმისი მიზეზი, თუ რატომ ჩამორჩება ის სხვა ტელეფონებს განახლების თვალსაზრისით, ჯერ არ დაზუსტებულა. თუმცა, რა გასაკვირია, რომ რაც უფრო ძველდება ტექნიკა, მით უფრო დაბალი პრიორიტეტის ხდება ის.
რა საკვირველია, ხელმისაწვდომია განახლების ქარხნული იმიჯებიც. აქ არის სრული იმიჯები, რომლების დასაყენებლადაც სისტემის მთლიანად გასუფთავება მოგიწევთ. აქ კი უბრალო OTA ფაილები, რომლებიც ზოგისთვის უფრო ადვილი დასაყენებელია. განახლების ნომერია N6F26Q.
წყარო: Google Developers ვებსაიტი