დაახლოებით 1 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Android 7.1 თვის ბოლოს გამოვიდოდა. როგორც ჩანს, დღეს სწორედ ეს დროა. დილით განახლების გავრცელება Nexus 5X, 6P-სა და Pixel C-ზე დაიწყო. განახლების მისაღებად საჭიროა Android Beta პროგრამაში გაწევრიანება.
Android 7.1-ში თქვენ იხილავთ როგორც მცირე, ასევე შედარებით დიდი ზომის ცვლილებებს. მათგან რამდენიმე სწორედ ის ფუნქციებია, რომლებიც წესით და რიგით Pixel-ის ექსკლუზივები უნდა ყოფილიყო. Android 7.1 Nougat-ის developer preview-ში შეგიძლიას აპლიკაციების მალსახმობლების გამოყენება. აგრეთვე იხილავთ წრიულ ხატულებსა და სურათების კლავიატურას. დეველოპერებისთვის აგრეთვე არის საკმაოდ სერიოზული ცვლილებები API-ში.
დაიმახსოვრეთ, რომ აღნიშნული განახლება საცდელი ვერსიაა. ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ მასში კრიტიკული ბაგები შეინიშნებოდეს. სწორედ ამიტომაა, რომ მისი დაყენება მხოლოდ 3 მოწყობილობაზეა შესაძლებელი. Google-ის განცხადებით, სხვა მოწყობილობები მხარდაჭერას ნომებრიდან მიიღებენ. Android 7.1-ის ფინალური ვერსია კი დეკემბერში გამოვა.
წყარო: Android Developers