Android 7.1 Developer Preview 2 უკვე ხელმისაწვდომია

ერთ თვიანი ლოდინის შემდეგ, Android 7.1.1-ის მეორე დეველოპერული ანაწყობი როგორც იქნა გამოვიდა. სისტემური იმიჯების (NPF26F და NPF26H ანაწყობების) დაყენება ხელით შეგიძლიათ. OTA ფაილები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ალბათ მათ მალე ვიხილავთ. ისევე, როგორც პირველ ჯერზე, მხარდაჭერილი მოწყობილობების სია ახლაც იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე მოველოდით.

რამდენიმე დღის წინ Google-ის დროის ხაზზე აღნიშნული იყო, რომ Nexus 6 და Nexus Player-ი ბეტა განახლებას მეორე ვერსიაზე შეუერთდებოდნენ. თუმცა, ეს მოწყობილობები ახლა სიიდან გაქრნენ. ცვლილების მიზეზი უცნობია, თუმცა ის ვიცით, რომ საბოლოო განახლებას ორივე მოწყობილობა მიიღებს. იმიჯები ამ დროისთვის ხელმისაწვდომია Nexus 6P, Nexus 5X, Pixel C და Nexus 9 მოწყობილობებისთვის.

აღნიშნული განახლება ბოლო დეველოპერული ანაწყობია. ფინალური ვერსია შემდეგ თვეში გამოვა და იგი მხარდაჭერილი იქნება Nexus 6, Nexus 5X, Nexus 6P, Nexus Player, Nexus 9, Pixel C, General Mobile 4G (Android One), Pixel და Pixel XL მოწყობილობებზე.

წყარო: Developer Preview