Android 8.0 Oreo-ს გამოსვლიდან 64 დღის შემდეგ Google-მა ოპერაციული სისტემის კიდევ ერთი ახალი ვერსია – Android 8.1 შემოგვთავაზა. პირველი დეველოპერული ანაწყობის დაყენება შეგიძლიათ როგორც სისტემური იმიჯის გადმოწერითა და დაფლეშვით, ასევე Android Beta პროგრამაში გაწევრიანებით.
როგორც სხვა ყველა .1 ვერსია, 8.1-იც სავსეა მცირედი ცვლილებებიც, რომლებიც 8.0-ის გამოსვლის დროს დიდი ალბათობით ჯერ მზად არ იყო.
Pixel 2-ის აქამდე ექსკლუზიური ფუნქციები
პირველი ყველაზე დიდი ცვლილება, რასაც ძალიან მარტივად შეარჩევთ, გახალვთ მთავარი ეკრანის განახლებული ინტერფეისი. Pixel 2-ის launcher-ი უკვე შარშანდელ Pixel-ებზეცაა ხელმისაწვდომი. ახალ ინტერფეისში შედის:
- “At a glance” widget და ქვემოთ განთავსებული საძებნი ველი;
- საათის აპლიკაციის “გაცოცხლებული” ხატულა;
- Product Sans შრიფტი სისტემის რამდენიმე ადგილას.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ახალ ფუნქციას Pixel-თან ერთად Nexus ხაზის მოწყობილობებიც იღებენ:
- შპალერის მიხედვით ბნელი და ნათელი თემების ავტომატურად შეცვლა;
- პარამეტრების აპლიკაციის ახალი დიზაინი ზემოთ განთავსებული საძებნი ველით;
- განახლებული გათიშვის მენიუ.
სამწუხაროდ, Pixel 2-ის შპალერები ჯერ კიდევ ექსკლუზივად რჩება, თუმცა მათი გადმოწერა არც თუ ისე ძნელია.
სისტემის ინტერფეისის ცვლილებები
უკვე გაიგებდით, რომ Pixel 2 XL-ი LG-ის მიერ დამზადებულ არც თუ ისე კარგ ეკრანებს იყენებს, რომლებსაც დროთა განმავლობაში ე.წ. burn-in-ები უჩნდებათ. როგორც ჩანს, Google-მა ეს პრობლემა გაითვალისწინა და მისი თავიდან არიდების მიზნით, ასეთი რამ ქნა: ნავიგაციის დაფაზე განლაგებული ღილაკები მკრთალდება რამდენიმე წამიანი უმოქმედობის შემდეგ. აგრეთვე ზოგიერთ აპლიკაციაში იცვლება მთლიანად დაფის ფერიც.
დაკავშირებული Bluetooth მოწყობილობების ბატარეის მაჩვენებელმა სწრაფ ოფციებში, შესაბამის კატეგორიაში გადაინაცვლა. სამწუხაროდ, მისი სტატუს ბარზე განთავსება ჯერ კიდევ შეუძლებელია.
სწრაფი ოფციების პანელი ახლა უკვე ნახევრად გამჭვირვალეა, რაც რაღაცით Microsoft-ის Fluent Design-ის პრინციპს მაგონებს.
“WallpaperColors” API-ის გამოყენებით უკვე აპლიკაციებს საშუალება აქვთ სისტემას შპალერის ფერების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნონ. აღნიშნული ფუნქცია უკვე გამოყენებულია ინტერფეისის ისეთ ელემენტებში, როგორიცაა გათიშვის მენიუ, შეტყობინებათა დაფა და ა.შ..
ახალი Easter Egg
Android-ის ყველა ვერსიაში ახალ Easter Egg-ს ვხედავთ, რომლის ნახვაც პარამეტრების About Phone სექციაში, Android-ის ვერსიაზე რამდენჯერმე დაჭერით შეგვიძლია. Android 8.0 Oreo-ში O-ს ფორმის უცნაური ყვითელი ლოგო ვიხილეთ, თუმცა 8.1-ში უკვე ნამდვილ Oreo-ს ვხედავთ.
დროთა განმავლობაში სტატია განახლდება.