Android აპლიკაციების გაშვება უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომია Chrome OS-ზე. 2014 წელს Google-მა სულ რამდენიმე აპლიკაცია გამოშვა და თითქმის არცერთი მათგანი მომხმარებლის მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებდა. წელს კი, 2016 წლის I/O-ზე კომპანიამ განაცხადა, რომ Android აპლიკაციები ამიერიდან სისტემაში ცალკე კონტეინერში გაეშვებიან, რაც სისტემაში Play Store-ის ჩანერგვის საშუალებას იძლევა. აღნიშნული ფუნქცია მხოლოდ რამდენიმე ქრომბუქმა მიიღო dev და beta არხების საშუალებით.
ახლა კი, Chromium Projects-ისა და Chrome Releases ბლოგების მიხედვით, Play Store-ი სისტემის სტაბილურ არხზე განახლებით ვრცელდება. იგი ჯერჯერობით მხოლოდ Asus Chromebook Flip და Acer Chromebook R11 / C738T-ისთვისაა ხელმისაწვდომი. Google-ის განცხადებით, განახლების გავრცელება შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში დაიწყება.
სამწუხაროდ, Chromebook Pixel (2015) არ ღებულობს სტაბილურ არხზე განახლებას. Google-ს ამის შეასხებ არანაირი განცხადება გაუკეთებია.
წყარო: Chrome Releases, The Chromium Projects