Android N Developer Preview 4 გამოვიდა. ქარხნული იმიჯების პოვნა შეგიძლიათ აქ, OTA ფაილების კი აქ. ახალი ანაწყობის ნომერია NPD56N. იმიჯები გამოვიდა ყველა იმ მოწყობილობისთვის, რომელიც აქამდე მხარდაჭერილი იყო N Preview-ით (აგრეთვე Sony Xperia Z3-ისთვის). მოდით, პირდაპირ ცვლილებების სიას შევხედოთ.
სიახლეები DP4-ში
Android N ფინალური API-ები
Developer Preview 4 მოიცავს ფინალური API-ებს Android N პლატფორმისთვის. ახალი API-ს დონე არის 24.
Google Play-ში გამოქვეყნება
ახლა უკვე შესაძლებელია იმ აპლიკაციების Google Play-ში გამოქვეყნება, რომლებიც იყენებენ 24-ე დონის API-ს. მათი გამოქვეყნება შეგიძლიათ ალფა, ბეტა და პროდუქციის არხებზე.
Android Studio-სა და ხელსაწყოების განახლებები
Developer Preview 4-თან ერთად, ფინალური API 24 SDK-ს გამოყენება შესაძლებელია Android Studio 2.1.2 ან უფრო ახალ ვერსიაში. ასევე გამოვიდა განახლებული სისტემური იმიჯები ემულატორებისათვის.
განახლების დაყენების შემდეგ, თქვენ შეამჩნევთ უმნიშვნელო განახლებებს AVD მენეჯერსა და პროექტის wizard-ში. სიახლეები ძირითადად კოსმეტიკურია და აპლიკაციის გამოქვეყნებაში არ დაგაყოვნებთ.
ფუნქციები და API ცვლილებები
- Android-ის წინა ვერსიებში, აპლიკაცია მთელი თავისი რესურსებით იქამდე აქტიურდებოდა, სანამ მათი განხილვა დაიწყებოდა. Android N DP4-იდან დაწყებული, სისტემა ინდივიდუალურად განიხილავს აპლიკაციის რესურსებს, სანამ აპლიკაცია გააქტიურდება.
- Developer Preview 4-ში წაიშალა Launcher Shortcuts ფუნქცია, რომლის დამატებაც მომავალშია დაგეგმილი.
- შეიცვალა დაბალი ენერგიის Bluetooth-ის სკანირების მუშაობის პრინციპი. 30 წამის განმავლობაში, აპლიკაციას უფლება ექნება მხოლოდ 5-ჯერ დაიწყოს და შეაჩეროს სკანირება.
- Multi-Windows android:minimalHeight და android:minimalWidth ატრიბუტების სახელები შეიცვალა android:minHeigth-ითა და android:minWidth-თი.
ცნობილი ხარვეზები
სტაბილურობა
- სისტემა შესაძლოა ზოგ შემთხვევაში არასტაბილური იყოს.
Launcher
- ეკრანის ჩართვა-გამორთვის შემდგომ ყველა აპლიკაციის ფანჯარა შესაძლოა უმგრძნობიარე გახდეს. პრობლემის გადასაჭრელად დაბრუნდით საწყის ეკრანზე და თავიდან ჩართეთ ყველა აპლიკაციის ფანჯარა.
Setup Wizard
- ელექტრონული ფოტის დაყენების დროს “Not now” ღილაკზე დაჭერა იწვევს დიალოგის ავარიულად გათიშვას.
მედია
- Nexus 9-სა და Nexus Player-ზე HD ვიდეოს დაკვრის დროს შესაძლოა იყოს ხარვეზები.
- Pixel C მოწყობილობებზე ორი ფანჯრის რეჟიმში YouTube აპლიკაცია “იყინება”, ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მოწყობილობის თავიდან ჩართვა.
- Nexus 9 მოწყობილობებზე აპლიკაციებს შესაძლოა პრობლემა შეექმნათ Widevine DRM დაცულ კონტენტზე.
- Nexus 9 მოწყობილობებზე VP8 ვიდეოს ჩართვის დროს არის ხარვეზები.
გარე მეხსიერება
- შიდა მეხსიერებიდან გარე მეხსიერებაში აპლიკაციების გადატანამ შესაძლოა ისინი არასტაბილური გახადოს.
ეკრანის მიახლოვება და რამდენიმე APK ფაილი Google Play-ში
- Android N-ში, Google Play Services 9.0.83 არასწორად აფიქსირებს ეკრანის ზომას, ამიტომ Play Store-დან იწერს შეუსაბამო APK ფაილს. აღნიშნული პრობლემა გამოსწორებულია Google Play Services-ის შემდეგ ვერსიაში და დაემატება შემდეგ Developer Preview-ში.
Vulkan-ის მხარდაჭერა და რამდენიმე APK ფაილი Google Play-ში
- Android N-ში, Google Play Services 9.0.83 არასწორად აღიქვამს Vulkan-ის ვერსიას, ამიტომ Play Store-დან იწერს შეუსაბამო APK ფაილს. აღნიშნული პრობლემა გამოსწორდება შემდეგ Developer Preview-ში.
ხელმისაწვდომობა
- Switch Access მომხმარებელს არ აძლევს Chrome-ში ვებ გვერდის ნავიგაციის საშუალებას.
- TalkBack-ს აქვს რამდენიმე ხარვეზი შეტყობინების წაშლის და WiFi ქსელის არჩევის დროს.
Android for Work
- ამჟამად, DevicePolicyManager-ში გატარებული CA სერტიფიკატები არაა ხელმისაწვდომი ზოგიერთ პროფილზე. ამ პრობლემის გამო, იქმნება პრობლემა სანდო ქსელზე დაკავშირების დროს. აღნიშნული პრობლემა გამოსწორდება შემდეგ Developer Preview-ში.
გამოსწორდა დეველოპერების მიერ გასაჩივრებული ხარვეზები
- აქტიური ქსელის მდგომარეობა (networkInfo.getState() და NetworkInfo.getDetailedState()) ზოგიერთ შემთხვევაში აბრუნებდა მცდარ შედეგს
- Data Saver ზღუდავდა MMS მობილური ქსელის მოთხოვნას (bug 208478)
- სწრაფი პარამეტრების სარკმელები და შეტყობინებები ზოგჯერ “იყინებოდა”
- შეუძლებელი იყო Clock-ის შეტყობინებების წაშლა
- Bluetooth-ისა და სხვა სერვისების ხატულების გამეორება სტატუს ბარზე
- დამატებითი Bluetooth-ის კავშირებადობის პრობლემები
თუ ახალი იმიჯების ხელით დაყენება არ გინდათ, შეგიძლიათ დაელოდოთ OTA განახლებას. Android Beta პროგრამაში გასაწევრიანებლად, გადადით ამ გვერდზე.
წყარო: Android Developers