Android N ფუნქცია: დახვეწილი და სრულყოფილი შეტყობინებათა პანელი

Android-ის შეტყობინებათა პანელი ბევრად დაიხვეწა Android N-ში, რასაც ორ ახალ API-ს უნდა ვუმადლოდეთ: პირდაპირ პასუხსა და “გაერთიანებას”. ერთი შეხედვით, აღნიშნული ფუნქციები არც ისე გასაოცარია, თუმცა რეალურად მათ აქვთ პოტენციალი იმისა, რომ გახადონ შეტყობინებათა პანელი უფრო სრულყოფილი და დაგვიზოგონ მის გამოყენებაში დახარჯული დრო.

nexus2cee_inline-reply

მოდით, პირველ რიგში პირდაპირი პასუხის (Direct Reply) API განვიხილოთ. იმის შესაძლებლობა, რომ Google Messenger-სა და Hangouts-ში მოსული შეტყობინებებისთვის პირდაპირ, აპლიკაციის გაუხსნელად გაგვეცა პასუხი, ჩვენ აქამდეც გვქონდა. თუმცა, გაგიკვირდებათ და ეს არ არის Android-ის ჩაშენებული ფუნქცია. თუ დეველოპერებს მსგავსი ფუნქციის თავიანთ აპლიკაციაში ჩანერგვა სურდათ, მაშინ მათ გამოსავალი თვითონ უნდა ეპოვნათ და ბევრი დამატებითი კოდის ჩამატებაც მოუწევდათ. ახალ კი, Android N-ში, ამისთვის სპეციალური API-ა. პირდაპირი პასუხის ფუნქციის ჩამატებისთვის დეველოპერებს უკვე შეუძლიათ გამოიყენონ RemoteInput API. ეს API აქამდე ხელმისაწვდომი იყო Android Wear მოწყობილობებზე, თუმცა ჩვენ მას სმარტფონებსა და პლანშეტებზე პირველად ვხედავთ. რა საკვირველია, აღნიშნული ფუნქციის იმპლემენტაცია მალე ძალიან ბევრ სამესიჯო აპლიკაციაში მოხდება.

nexus2cee_noti_closeup

მეორე ფუნქციაა გაერთიანებული შეტყობინებები, რომელიც, მე თუ მკითხავთ, უფრო გასაოცარია. ალბათ ყველას გძულთ, როდესაც მიიღებს შეტყობინებას, რომელშიც 3, 5 ან უფრო მეტი სახის ინფორმაციაა, ამიტომ მათ სანახავად აპლიკაციის გახსნა გიწევთ. მაგალითად, თუ Inbox-ში 4 შეტყობინება მოგივიდათ, შეტყობინებათა პანელიდან მათ ვერაფერს უზამთ – თქვენ მოგიწევთ მათი დაიგნორება, ან აპლიკაციის გახსნა. გაერთიანებული შეტყობინებების საშუალებით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დიდი შეტყობინებიდან “ჩამოშალოთ” ის 4 პატარა შეტყობინება და მათზე ინდივიდუალურად იმოქმედოთ. ამისათვის საჭიროა შეტყობინებაზე 2 თითის ჩამოცურება.

nexus2cee_bundles

ასე რომ, თქვენ შეგეძლებათ, 4 შეტყობინებიდან 2-ზე “done” მისცეთ, მესამე უბრალოდ გაასრიალოთ, ბოლო კი გახსნათ და უპასუხოთ. გაერთიანებული შეტყობინებების ფუქნცია დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც Notification.Builder.setGroup() მეთოდი.