თუ თქვენ Android N-ზე OTA-თი განახლდით, მაშინ შენიშნავდით, რომ Android-ის ახალ ვერსიაში აპლიკაციების ოპტიმიზაცია (Optimizing Apps) საჭირო აღარაა. აპლიკაციების ოპტიმიზაცია აქამდე ყოველი განახლების დროს ხდებოდა და მას საკმაოდ დიდი დრო მიჰქონდა. Android N-ში კი განახლდა ART (Android Runtime), რომელიც უკვე იმდენად სწრაფია, რომ აპლიკაციების ოპტიმიზაციისთვის 1 წამითაც კი არ გვჭირდება ლოდინი.
აპლიკაციების ოპტიმიზაციის პროცესი პირველად Lollipop-ში გაჩნდა, როდესაც Google-მა Dalvik-იდან ART-ზე გადაგვიყვანა. Dalvik-ის ვირტუალურ მანქანას შეუძლია Java-ს კოდი პროცესის გაშვების დროს დაამუშაოს. ART-ზე კი იგი სისტემის პირველი ჩატვირთვის დროს მუშავდება, რის შემდეგაც აპლიკაციები უფრო სწრაფი ხდება.
Android N-ში ასევე ასწრაფდა აპლიკაციების ისნტალაციაც. ART-ის JIT კომპილატორი Android N-ზე აპლიკაციების ბევრად სწრაფად დაინსტალების საშუალებას იძლევა. საჭირო ფაილების შემდეგ, ძალიან დიდი ზომის აპლიკაციაც კი რამდენიმე წამში დაინსტალდება და მზად იქნება გამოყენებისთვის. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ სისტემური განახლებების შემდეგ აპლიკაციებს ოპტიმიზაცია აღარ სჭირდებათ.