Android N-ში ნელ-ნელა სულ უფრო ახალი და საინტერესო საიდუმლოებები ჩნდება. ერთ-ერთი მათგანი არის DPI-ს შეცვლის შესაძლებლობა, რომლითაც შეგიძლიათ ტელეფონის ეკრანი უფრო დიდს დაამსგავსოთ, ან პირიქით, უფრო პატარას. აღნიშნულის განხორციელება აქამდე შესაძლებელი იყო root წვდომით ან adb-თი, თუმცა ფუნქცია ახლა უკვე სისტემაშია ჩაშენებული და საკმაოდ კარგადაც მუშაობს.
ოფცია შეგიძლიათ ნახოთ Settings > Display > Display size-ში, სადაც გადასაწყვეტად 3 ელემენტია მოცემული – შეტყობინებების აპლიკაცია, აპლიკაციების ასარჩევი და პარამეტრები. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ მოარგოთ ტელეფონს ნებისმიერი ზომა. ზომები კი 5 საფეხურადაა დაყოფილი: პატარა (Small), ნაგულისხმევი, დიდი (Large), უფრო დიდი (Larger) და ყველაზე დიდი (Largest). თითოეულის არჩევის დროს, ეკრანი გაშავდება და შემდეგ ისევ ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდება, თუმცა მისი გაფართოება უკვე შეცვლილი იქნება.
Font size ოფციისგან განსხვავებით, Display size ფუნქცია ცვლის არა მარტო შრიფტის ზომას, არამედ ყველა ელემენტს ეკრანზე. აღნიშნული ფუნქცია დაეხმარებათ დეველოპერებს დატესტონ თავიანთი აპლიკაცია სხვადასხვა ეკრანის ზომაზე თუ მათ მხოლოდ ერთი ტელეფონი აქვთ. ასევე, მომხმარებლებს, რომლებსაც უფრო დიდი გაფართოება უნდათ, ან იმ ხალხს, ვისაც სუსტი მხედველობა აქვთ და მათთვის პატარა ხატულების დანახვა რთულია.