Android Marshmallow-ში, System UI Tuner-ში შესული იყო Broadcast სარკმელი, რომელიც საშუალებას აძლევდა მომხმარებელს სწრაფ პარამერებში დამატებითი ოფცია ჩაესვა, რომელიც სისტემას არ მოყვებოდა. თუმცა, ამის გაკეთება არც ადვილი იყო და არც კომფორტული. ფუნქციით სარგებლობა თითქმის მხოლოდ დეველოპერებს შეეძლოთ.
Android N-ში, დეველოპერებს უკვე შეუძლიათ ჩანერგონ მსგავსი ფუნქცია საკუთარ აპლიკაციებში. N-ის დოკუმენტაციაში წერია, რომ ეს არის ერთ-ერთ მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვს სწრაფი პარამეტრების პანელს მეორე გვერდზე გადამსვლელი. ახალი API საშუალებას აძლევს დეველოპერებს შექმნან სწრაფი პარამეტრის ოფცია, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს ხშირად მოუწევს და მისი გახსნა აპლიკაციების სარჩევიდან მოუხერხებელი იქნება. დეველოპერის მიერ აპლიკაციაში ჩაშენებული ოფციის გამოსაყენებლად მომხმარებელს მხოლოდ ოფციის სწრაფი პარამეტრების პანელში ჩასმა სჭირდება.
უეჭველია, რომ აღნიშნულ ფუნქციას ძალიან ბევრი დეველოპერი გამოიყენებს. წარმოიდგინეთ, როცა სწრაფი პარამეტრებიდან შეგიძლიათ დააყენოთ WhatsApp-ის სტატუსი “სუპერ დაკავებულზე”, ან დაა-Shazam-ოთ სიმღერა, შეცვალოთ შპალერი და ა.შ. მხოლოდ 1 დაჭერით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოსახერხებელია. დარწმუნებული ვარ, დეველოპერები მას კიდევ ბევრ კარგ გამოყენებას უპოვნიან.