Android N ფუნქცია: Data Saver ანუ ინტერნეტის ეკონომიურად მოხმარება

Data Saver არის Android N-ის ახალი ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ მობილური ინტერნეტის გამოყენება. იგი აპლიკაციებს “აძალებს”, რომ გამოიყენონ ნაკლები რესურსი, როდესაც ისინი ფონურ რეჟიმში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფუნქციის სახელი იგივეა, რაც Chrome-ის ფუნქციის, ახალი ფუნქცია მონაცემების კომპრესაციას არ აკეთებს. ის, თუ რამდენად შემცირდება რესურსის მოხმარება ამ ფუნქციის ჩართვის შემდეგ, დამოკიდებულია აპლიკაციის დეველოპერზე.

Google-მა გააფართოვა ConnectivityManager API, რომელიც ახლა აპლიკაციას ეხმარება იმის გაგებაში, ჩართულია თუ არა Data Saver ფუნქცია. ასევე შესაძლებელია აპლიკაციის “თეთრ სიაში” შეყვანაც. თუ აპლიკაცია აღნიშნულ სიაშია, მაშინ Data Saver მასზე გავლენას არ მოახდენს.