როდესაც Google-მა პირველად წარადგინა Doze Android Marshmallow-სთვის, იგი აღწერილი იყო როგორც ფუნქცია, რომელიც თქვენს ტელეფონს გადაიყვანდა ნაკლები რესურსის მოხმარების რეჟიმში მაშინ, როდესაც ის არ გვჭირდებოდა. მაგალითად, თუ თქვენ ის მთელი დღის განმავლობაში მაგიდაზე გიდევთ, ან ღამით ჩართული დატოვეთ. თუმცა, Doze რეჟიმი არ გააქტიურდება მშინ, თუ, ვთქვათ ტელეფონი გვიდევს ჯიბეში.
საბედნიეროდ, ამ ფუნქციის მუშაობის პრინციპი უკვე იცვლება: Android N-იდან დაწყებული, ფუნქცია გააქტიურდება ყოველთვის, როდესაც ტელეფონი იქნება ფონურ რეჟიმში, ანუ ეკრანი იქნება გამორთული. არ აქვს მნიშვნელობა, მაგიდაზე იდება ის, იქნება ჩვენს ჯიბეში თუ სადმე სხვაგან.
Doze-ის გაუმჯობესებასთან ერთად, Google-ი ისევ აგრძელებს Project Svelte-ს დახვეწას. ამ პროექტის მიზანია, გახადოს Android-ი უფრო ენერგოეფექტური. მისი საშუალებით, სისტემა გაცილებით სწრაფად იმუშავებს დაბალი რანგის ბიუჯეტურ მოწყობილობებზე. ნაკლები ენერგის გამოყენებით, Android N-ზე ტელეფონის ბატარეის ხანგრძლივობა გაიზრდება.