Android-ის ახალი ვერსია უკვე გზაშია, თუმცა Google-ს მისი სახელი არ I/O-ზე არ უთქვამს. Keynote-ის ბოლომდე, სისტემა Android N-ის სახელით მოიხსენიებოდა.
სავარაუდოდ, ეს შეიცვლება შემოდგომაზე, როდესაც სისტემის განახლება მოწყობილობებზე გავრცელებას დაიწყებს. მაგრამ იქამდე, Google-ს ახალი სახელის მოფიქრება სჭირდება.
არის შანსი იმისა, რომ კომპანიაში უკვე არის სავარაუდო სახელების ჩამონათვალი, ან კიდევ ზუსტი არჩევანი. თუმცა მათ აინტერესებთ, რა სახელი მოეწონებათ მოხმარებლებს Android N-ისთვის. ამისთვის, Google-მა პროფესიონალური სახელების კომპანიას მიმართა.
https://youtu.be/v1IocBl_5UM
ვიდეოში მოხსენიებულია ისეთი დესერტები, როგორებიცაა Neyyappam, New York Cheesecake, nacho, nut brittle, nashi pear, navel orange და noodle.
ვიდეოს ბოლოში კი კომპანია ახალი იდეების გაზიარებისკენ მოგვიწოდებს, როგორც სუნდარ პიჩაიმ აღნიშნა. თქვენთვის სასურველი სახელის გაგზვნა შეგიძლიათ საიტზე android.com/n.
იმედი გვაქვს, ხმას არ მისცემთ Narshmallow-სა და Nutcho-ს, ორივე მათგანი საშინელებაა. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ხმა მისცეთ Nazuki-ს ან რომელიმე სხვა ტკბილეულს.