დღეს სწორედ ის დღეა, რომელსაც უკვე ექვსი თვეა მოუთმენლად ველოდით. როგორც უკვე ციით, მარტში Google-მა Android N-ის Developer Preview ანაწყობები Nexus ხაზის მოწყობილობებზე, Pixel C-სა და General Mobile 4G-ზე გამოუშვა. დღეს კი სისტემის ფინალური ვერსიის გავრცელება ოფიციალურად იწყება. მეხუთე Developer Preview-თან შედარებით ცვლილებები ფაქტობრივად არაა, მხოლოდ გამოსწორდა ხარვეზები და ახლა იგი უფრო სტაბილურია.
OTA განახლებებს მიიღებენ Nexus 6, Nexus 5X, Nexus 6P, Nexus 9, Nexus Player, Pixel C და General Mobile 4G. უფრო ძველი Nexus მოწყობილობები, სამწუხაროდ, განახლებას არ მიიღებენ. ყველაზე მეტად გული კი Nexus 5-ზე გვწყდება. თუ ნუგა ჯერ არასოდეს დაგიგემოვნებიათ, მაშინ ახალ ვერსიაში ამას უნდა ელოდოთ.
- მეტი ემოცია: Android-ის ახალ ვერსიაში 1,500-ზე მეტი განსხვავებული ემოციაა (emoji), მათგან 72 კი სრულიად ახალია.
- სწრაფი პარამეტრები: სწრაფი პარამეტრების პანელიდან ახლა შეგეძლებათ უცებ ჩართოთ/გამორთოთ bluetooth, WiFi და ფანარი. Android Nougat-ში აგრეთვე შეგეძლებათ ამ ფუნქციების გადაადგილებაც.
- მულტი-ლოკალი: აპლიკაციების კონტენტი შეიცვლება თქვენი მოწყობილობის ენის მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ერთდროულად რამდენიმე ენა.
- მულტი-ფანჯერბი: ახლა უკვე შესაძლებელია ორი ფანჯრის გვერდიგვერდ გაშვება. არეთვე შეგიძლიათ მათი ზომების შეცვლა.
- უშუალო პასუხი: უპასუხეთ შეტყობინებებს აპლიკაციის გაუხსნელად.
- შეკრული შეტყობინებები: ერთი ტიპის შეტყობინებები ერთ ჯგუფში იქნება თავმოყრილი. მათი ნახვა ერთი დაჭერით იქნება შესაძლებელი.
- შეტყობინებების კონროლი: გამოჩენილ შეტყობინებაზე ბევრ ხანს დაჭერით თქვენ იხილავთ პარამეტრებს. მაგალითისთვის, თქვენ შეგეძლებათ დაბლოკოთ შეტყობინებები აპლიკაციიდან.
- დაბლოკილი ეკრანის შპალერი: ახლა უკვე შეგიძლიათ, საწყის ეკრანსა და დაბლოკილ ეკრანზე სხვადასხვა შპალერები გეყენოთ.
- დახვეწილი ნავიგაცია პარამეტრებში: იპოვეთ საჭირო ოფცია პარამეტრებში ახალი ნავიგაციის მენიუთი.
- სწრაფი გადართვა: გადართეთ თქვენს ორ ბოლოს გამოყენებულ აპლიკაციებს შორის სწრაფად Overview ღილაკზე ორჯერ დაჭერით.
- Vulkan: ახალი API უზრუნველყოფს თამაშების მაღალი სიჩქარითა და უკეთესი ხარისხით გაშვებას, რომლის საშუალებასაც მას თქვენი რამდენიმე ბირთვიანი პროცესორი აძლევს.
- Daydream: Android Nougat მზად არის ვირტუალური რეალობის მოწყობილობით გამოსაყენებლად.
- შეუმჩნეველი განახლებები: Nougat-ით აღჭურვილ Android მოწყობილობებზე განახლებები ფონურ რეჟიმში დაყენედება, ამიტომ მისი ინსტალაციისა და ოპტიმიზაციისთვის ლოდინი აღარ მოგიწევთ. ამჟამინდელ Nexus მოწყობილობებზე კი სისტემური განახლებები ბევრად უფრო სწრაფად დაყენდება.
- დაშიფრვა ფაილების მიხედვით: Android Nougat-ს შეუძლია უკეთესად დაიცვას თქვენი ინდივიდუალური ფაილები.
- უშუალო ჩატვირთვა: უშუალო ჩატვირთვის საშუალებით თქვენი მოწყობილობა ბევრად სწრაფად ჩაირთვება და აპლიკაციები უსაფრთხოდ მანამ გაეშვება, სანამ თქვენს პაროლს შეიყვანთ.
- დახვეწილი პარამეტრების დარეზერვება: დარეზერვება უკვე მოიცავს ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა ხელმისაწვდომობის პარამეტრები, უფლებები თითოეული აპლიკაციებისთვის, Wi-Fi ჰოთსპოტის პარამეტრები და Wi-Fi ქსელის შეზღუდვები.
- სამუშაო რეჟიმი: სამუშაო რეჟიმის საშუალებით თქვენ შეგეძლებათ გამორთოთ და ჩართოთ სასურველი აპლიკაციები, რათა უკეთესად დაიცვათ ბალანსი თქვენს სამსახურსა და გარე ცხოვრებას შორის.
- ეკრანის ზომა: ეკრანზე ახლა უკვე შესაძლებელია არა მარტო შრიფტის, არამედ ხატულებისა და სურათების ზომების შეცვლაც.
ალბათ თქვენს ჩემსავით ელოდებით 2016 წლის ახალ Nexus მოწყობილობებს. სამწუხარდ, მათ შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს. სამაგიეროდ, Google-მა აღნიშნა, რომ LG V20 იქნება პირველი ტელეფონი, რომელიც Android 7.0 Nougat-ით იქნება აღჭურვილი.
Nougat-ის OTA განახლება ნელ-ნელა გავრცელდება ყველა მოწყობილობაზე. მათთვის, ვინც Marshmallow-ზეა, განახლება 1 გიგაბაიტზე დიდი იქნება, ხოლოდ Developer Preview 5-ის მომხმარებლებისთვის ის სულ რაღაც 50 მეგაბაიტის ზომისაა.
წყარო: Android Nougat