როგორც იქნა – ის აქაა! Android P-ს პირველი დეველოპერული ანაწყობის დაყენება უკვე შეგიძლიათ. როგორც მოსალოდნელი იყო, Nexus ხაზის ყველა მოწყობილობა სამწუხაროდ გამოეთიშა თამაშს და სისტემის შემდეგი ვერსია მხოლოდ Pixel ხაზის მოწყობილობებისთვისაა ხელმისაწვდომი.
ჯერჯერობით უცნობია რატომ, თუმცა ფაქტია, რომ Android Beta პროგრამა ჯერ არ გააქტიურებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ Android P-ს გატესტვა გინდათ, მაშინ მისი ხელით დაყენება მოგიწევთ. ამისთვის კი საჭიროა “დაფლეშოთ” ქარხნული იმიჯი ან ZIP ფაილი.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დეველოპერული ანაწყობები განკუთვნილია მხოლოდ დეველოპერებისთვის და იმ ენთუზიასტებისთვისთვის, ვისაც შეუძლიათ მარტივად აღადგინონ ტელეფონის დაზიანებული სისტემა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ აქამდე არ იცით, თუ როგორ უნდა დაფლეშოთ ახალი სისტემა თქვენს ტელეფონში, მაშინ არ გირჩევთ Android P-ს სატესტო ვერსიის ჩატვირთვას. არჩევანი კი რა თქმა უნდა თქვენზეა.
GInfo-ს ჯგუფი მაქსიმალურად შეეცდება მიმოიხილოს სისტემის უახლესი ვერსიის ყველა სიახლე.