უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Google-მა Android P-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი წარმოგვიდგინა. გუშინ კი, Google I/O 2018-ზე სისტემის მეორე ანაწყობიც ვიხილეთ, რომელიც ბეტა ვერსიის სახელს ატარებს. თუ რა არის Android P-ში ახალი, შეგიძლიათ ჩემს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ნახოთ. ახლა კი შევეცდები მოკლედ აგიხსნათ, თუ როგორ უნდა დააყენოთ იგი თქვენს მოწყობილობაზე.
შემიძლია Android P-ს დაყენება?
როგორც წინა სტატიაში აღვნიშნე, Google-მა გუშინ ყველა გაგვაოცა და სისტემის ახალი ვერსია მხოლოდ Pixel ხაზის სმარტფონებისთვის არ გამოუშვა. სისტემის ბეტა ვერსია სულ 12 სხვადასხვა სმარტფონზეა ხელმისაწვდომია. ესენია:
- Google Pixel
- Google Pixel XL
- Google Pixel 2
- Google Pixel 2 XL
- OnePlus 6
- Essential PH-1
- Xiaomi Mi Mix 2S
- Sony Xperia XZ2
- Nokia 7 Plus
- Oppo R15 Pro
- Vivo X21
- Vivo X21 UD
თუ ამ 12 ტელეფონიდან რომელიმეს ფლობთ, გილოცავთ: თქვენ შეგიძლიათ Android-ის უახლესი ვერსიის დაგემოვნება!
როგორ დავაყენო?
ამჟამად, სისტემის დაყენების ყველაზე მარტივი ხერხი Android Beta პროგრამაში გაწევრიანებაა. სამწუხაროდ, აღნიშნული პროცესი მხოლოდ Pixel ხაზის სმარტფონებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამისთვის, უბრალოდ გადადი ამ ბმულზე, შენი მოწყობილობის ქვეშ დააჭირე Opt in-ს და დაიცადე რამდენიმე წუთი. სულ მალე ტელეფონზე შეტყობინება გახარებს, რომ Android P-ს დაყენება უკვე შეგიძლია. სისტემის ახალ ვერსიას ჩვეულებრივი OTA განახლების სახით მიიღებ, ასე რომ შენი ინფორმაცია ისევ ადგილზე დაგხვდება. ვისაც მხოლოდ განახლება არ გინდათ და სისტემის მთლიანად თავიდან ჩაწერა გირჩევნიათ, ამ ბმულიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ იმიჯები და დაფლეშოთ.
როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მეთოდი მხოლოდ Pixel/XL და Pixel 2/XL სმარტფონებზე მუშაობს. თუმცა, მწარმოებლებმა რა საკვირველია დანარჩენი სმარტფონებისთვისაც გამოაქვეყნეს ინსტრუქცია. მათი ნახვა აქ შეგიძლიათ:
- OnePlus 6 – ინსტრუქცია
- Essential PH-1 – ინსტრუქცია
- Xiaomi Mi Mix 2S – ინსტრუქცია
- Sony Xperia XZ2 – ინსტრუქცია
- Nokia 7 Plus – ინსტრუქცია
- Oppo R15 Pro – ინსტრუქცია
- Vivo X21/UD – ინსტრუქცია
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ Android P ჯერ ბეტა სტადიაშია და მისი დაყენება არაა მიზანშენწონილი ისეთ ტელეფონზე, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ.