Android Wear-ის ფანებს ნამდვილად აქვთ უფლება, რომ გაოცებულები იყვნენ. Google I/O-ს keynote-ის დროს სისტემის ახალი ვერსია, 2.0, დაანონსდა, რომელსაც ბევრი ახალი და კარგი ფუნქცია ემატება. მათ შორისაა გაუმჯობესებული Watchface-ისინტერგრაცია აპლიკაციებთან, მიმოწერის გაუმჯობესება, Google Fit პლატფორმის ავტომატური გამოყენება და სხვები. სისტემისთვის გაეშვა Preview პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს თავიანთი აპლიკაციების დატესტვა საფინალო ვერსიის გამოსვლამდე შეეძლებათ.
Watchface
Watchface-ებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აჩვენონ ინფორმაცია სხვადასხვა აპლიკაციებიდან. აპლიკაციებისა და ინფორმაციის არჩევა მოწყობილობის მფლობელს შეეძლება. Google I/O-ზე პრეზენტატორმა სამი მაგალითი გვიჩვენა: კალორიების რიცხვი Lifesum-იდან, აქციების ფასი Robinhood-იდან და დავალებების რაოდენობა Todoist-იდან. თითოეულ ინფორმაციაზე ურთიერთქმედებით გაიხნება შესაბამისი აპლიკაცია. აღნიშნული ფუნქცია რაღაცით widget-ებს წააგავს და მათი ფერების და დიზაინის შეცვლა მარტივადაა შესაძლებელი.
მიმოწერა
სისტემის ახალ ვერსიაში ასევე ვიხილავთ გაუმჯობესებულ მიმოწერას. Google-მა წერის სამი ახალი მეთოდი წარმოგვიდგინა. პირველი არის Smart Reply, რომელიც დიალოგის კონტექსტის მიხედვით გვირჩევს სავარაუდო პასუხებს. მეორე მეთოდის საშუალებითთ შეგვეძლება ხელით წერა (Handwriting). მესამე მეთოდი კი Android სისტემის კლავიატურაზე დიდი ხანია არსებობს, მისი გამოყენებით კლავიატურაზე თითის სრიალით შეგვეძლება სიტყვებით წერა.
აღნიშნული მეთოდებიდან ვერცერთი ვერ შეცვლის ხმის ამოცნობის ფუნქციას, თუმცა მათი გამოყენება კარგია ისეთ სიტუაციაში, სადაც ბევრი ხმაურია ან საათთან ლაპარაკი შეუძლებელია.
ფიტნესის გაუმჯობესება
ფიტნესის მონიტორინგი Android War 2.0-ში თითქმის სრულიად ავტომატური იქნება, რასაც Google Fit-ის ფუნქციას, Activity Recognition-ს უნდა ვუმადლოდეთ. საათის სენსორები მიხვდებიან, როდესაც ჩვენ დავიწყებთ სირბილს, ან ველოსიპედზე შემოვჯდებით, რის შემდეგაც მონიტორინგი ავტომატურად დაიწყება.
აპლიკაციებს ასევე შეეძლებათ გაცვალონ ინფორმაცია საათზე. ასე რომ, სადილების და ფიტნესის აპლიკაციას შეეძლებათ ზოგიერთ საკითხზე შეთანხმებულად იმუშავონ და გითხრან, რამდენი კალორია მოიმატეთ და დაკარგეთ დღის განმავლობაში.
დამოუკიდებელი აპლიკაციები
დამოუკიდებლად მომშავე აპლიკაციები Wear-ზე სიახლე არაა. თვით Google-მაც შექმნა რამდენიმე მათგანი, მაგალითად, Messenger. Wear 2.0-ში მესამე მხარის აპლიკაციებს სრული წვდომა ექნებათ ქსელზე. ეს ნიშნავს იმას Bluetooth-ის, Wi-Fi ან პორტატული ქსელების მეშვეობით აპლიკაციები სწორედ ისე იმუშავებენ, როგორც სმარტფონზე. ხელმისაწვდომი იქნება ასევე API-ები Google Cloud Messaging-სა და Account Manager-ზე. აღნიშნული API-ების საშუალებით გაუმჯობესდება შესაძლებლობები iPhone-ის მომხმარებლებისთვის.
სისტემის ახალი ინტერფეისი
Wear-ის სისტემური ინტერფეისი ორი წლის განმავლობაში სრულიად უცვლელი იყო, მაგრამ ახლა მისი დახვეწის დრო მოვიდა. ახალი დიზაინი ვრცელდება სისტემის ინტერფეისზე, შეტყობინებებზე და აპლიკაციების ამომრჩევზე, რომელიც მათ უფრო სწრაფს და ადვილად გამოყენებადს ხდის. დიზაინში გამოყენებულია უფრო მეტი მატერიალური ელემენტები, რაც მას უფრო ლამაზსა და მიმზიდველს ხდის.
Wear 2.0 Preview
Google-მა Developer Preview პროგრამა Wear-ისთვისაც გაუშვა. უკვე გამოსულია საცდელი ანაწყობები, რომელშიც შედის SDK და firmware იმიჯები Android Wear-ისთვის. საფინალო ანაწყობს სავარაუდოდ ზამთარში ვიხილავთ. იმიჯები, რომლის დაყენებაც ხელითაა შესაძლებელი ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, Huawei Watch-ისა და LGE Watch Urbane 2nd Edition-ისთვისაა ხელმისაწვდომი.
საცდელი SDK და იმიჯები უკვე ხელმისაწვდომია გადმოსაწერად. სრული ინფორმაცია და ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე g.co/wearpreview. შეგახსენებთ, რომ Android Wear 2.0-ის საფინალო ვერსია 2016 წლის მეოთხე კვარტალში გამოვა.
წყარო: Android Developers Blog