ალბათ საინტერესო იქნებოდა, ვინმეს რომ გამოეკვლია, რომელი მწარმოებლის მოწყობილობები ჭედავს ყველაზე იშვიათად, რომელი ახლდება ყველა ხშირად და ა.შ.
ერთ-ერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Apteligent-მა ჩაატარა კვლევა, რომელშიც ერთმანეთს შედარებულია მოწყობილობების მწარმოებლები, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. კვლევის სრული მონაცემების ნახვა აქ შეგიძლიათ.
მონაცემების მიხედვით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, Motorola არის კომპანია, რომელიც თავის მოწყობილობებს ყველაზე ხშირად ანახლებს. სამწუხაროდ, აღნიშნული მონაცემები შეიძლება მალე შეიცვალოს, რადგან Motorola-ს Lenovo დაეპატრონა, რომელიც კატეგორიულ უარს ამბობს ყოველთვიურ უსაფრთხოების განახლებებზე. ბოლო დროს, არც Samsung-ი იყო ცუდი განახლებების მხრივ. ივნისის თვეში მან გადაუსწრო კიდევაც Motorola-ს. რა საკვირველია, ამ სიიდან განზღახ ამოღებულია Nexus მოწყობილობები, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ აღნიშნული ხაზის სმარტფონები ყველაზე ხშირად და ყველაზე სწრაფად ახლდება.
კვლევიდან აგრეთვე ვიგებთ იმას, რომ Sony-ს მოწყობილობები ყველაზე იშვიათად “იქრაშება”. “დაქრაშვა” სისტემაში აპლიკაციის ავარიულად გათიშვას ნიშნავს. ეს ყველაზე მეტად მაშინ ხდება, თუ სისტემა დაზიანებულია, ან კომპონენტებს შორის შეუთავსებლობაა. ასე რომ, როგორც ჩანს, Sony-ს მოწყობილობები ყველაზე სტაბილურია. მეორე ადგილს Motorola იკავებს. ერთ სიტყვით, ამ ორი მწარმოებლის მოწყობილობებზე სისტემა თითქმის უხარვეზოდ მუშაობს.
ანგარიშის მიხედვით, ჩანს რომ რუსეთში ყველაზე დიდია მოწყობილობების დანაწევრება, ე.წ. ფრაგმენტაცია. როგორც ვიგებთ, რუსეთის მოსახლეობის 90% 230 სხვადასხვა მოწყობილობას იყენებს, მათგან კი ყველაზე პოპულალური Asus Zenfone 2-ია. მეორე ადგილზე გადის უკრაინა. მესამე და მეოთხე ადგილებს კი შესაბამისად ჩეხეთის რესპუბლიკა და ჩინეთი ფლობენ.
მაშ, რომელი სმარტფონის ყიდვაა რეკომენდირებული? Apteligent-ის ცნობით, მომავალი Nexus მოწყობილობები (რომლის შესახებაც ინოფრმაციის წაკითხვა აქ და აქ შეგიძლიათ) ყველაზე სტაბილური იქნება, თუმცა Motorola-ს სმარტფონებიც შესანიშნავი ალტერნატივაა. ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ Google-ი ცდილობს შეამციროს ფრაგმენტაცია Android სმარტფონებში. ამისთვის კომპანიამ თავისი აპლიკაციების სისტემაში ჩაშენების ნაცვლად, ამთ Play Store-ში ატვირთვა გადაწყვიტა.