Google I/O-ზე ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი სიახლე იყო Assistant-ის გამოჩენა. რა შეუძლია და რა არა ეს ცოტათი რთული ასახსნელი იქნება, რადგან Assistant არის Google-ის საძიებო სისტემის ხელსაწყოების ერთობლიობა, რომელიც Gooogle Home-სა და Allo-ში იქნება ჩაშენებული. მოკლედ რომ ვთქვათ, სერვისის საშუალებით შეგიძლიათ ადამიანურად გააბათ დიალოგი Google Search-თან, რომელიც აგრეთვე ადამიანურ და ნატურალურ პასუხებს დაგიბრუნებთ.
შეყვანის სისტემა ძირითადად იგივეა, კითხვის დასმა შეგეძლებათ როგორც ტექსტის ხელით შეყვანით, აგრეთვე “OK, Google” ბრძანებით. Keynote-ზე პრეზენტატორმა ჯერ ტაჯ მაჰალის შესახებ დასვა შეკითხვა, შემდეგ კი უბრძანა Google-ს, “take me there”. ამის სედეგად გაიხსნა Street View აპლიკაცია, რომელიც დანიშნულების ადგილამდე გზას აჩვენებს. სერვისის ინტერგრაცია სხვა აპლიკაციებთან კიდევ უფრო მძლავრს ხდის მაგას. მაგალითისთვის, თუ თქვენ რომელიმე კინოს შესახებ მოიძიებთ ინფორმაციას, ასისტენტი გკითხავთ, გსურთ თუ არა ბილეთების ყიდვა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, Google იპოვის ყველაზე ახლო კინო თეატრს, იყიდის ბილეთებს თქვენს სახელზე, გადაიხდის Android Pay-თი და გიჩვენებთ QR კოდს, რომელსაც კინოს ბილეთის ფუნქცია აქვს. ეს ყველაფერი წამის მეასედში ხდება.
Google Assistant ჩაშენებული იქნება Google Home-ში, ასევე სამესიჯო აპლიკაცია Allo-ში. მომხმარებლებს შეეძლებათ ასისტენტი ნებისმიერ დროს გამოიძახონ და დაუსვან მას ნებისმიერი შეკითხვა.
Google Assistant ხელმისაწვდომი წლის ბოლოსთვის იქნება.