Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Samsung-მა TouchWiz-ის სამომხმარებლო ინტერფეისი დახვეწა (ისევ)
Samsung-ი Note მოწყობილობებში ყოველ წელს ცვლის სამომხმარებლო ინტეფეისს, რომელიც შემდეგ Galaxy S სერიის ტელეფონებშიც აისახება. როგორც ჩანს, Note 7-ის სისტემის დიზაინში შესამჩნევ ცვლილებებს ვიხილავთ. “Grace” ინტერფეისის შესახებ ვიდეო HDblog.it-მ გამოაქვეყნა. Galaxy S7-ის ყველა მომხმარებელმა იცის, რომ TouchWiz-ის UI უფრო ნათელ ფერებზე გადავიდა (აღარანაირი მწვანე ლურჯზე შეფერილობა). Grace UI-ში შეამჩნევთ უფრო სუფთა შავ-თეთრ შეფერილობას, ლურჯი აქცენტებით. […]
Google-მა ანგარიშში შესვლა გაამარტივა
ორმაგი იდენტიფიკაციით შეცვლის ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გახადონ თავიანთ ონლაინ ანგარიშები უფრო დაცული. თუმცა, ტელეფონში დაგენერირებული კოდის კომპიუტერში ჩაწერა, თანაც გარკვეული დროის შუალედში, ხშირად არაკომფორტულია. Google-მა როგორც იქნა ეს პრობლემა გადაჭრა. შემდეგ ჯერში, როდესაც Gmail-ში, ან სხვა ნებისმიერ Google-ის სერვისში დაგჭირდებათ შესვლა, საჭირო იქნება მხოლოდ აირჩიოთ ‘Yes, allow sign-in” ფუნქცია თქვენს ტელეფონში. აღარანაირი უაზრო კოდები. […]
დამტკიცდა: Samsung-ის შემდეგი ფლაგმანის სახელი Galaxy Note 7 იქნება
ჩვენ უკვე ვიცით, რომ Samsung-ი თავისი ახალი ფლაგმანის გამოშვებას 2 აგვისტოს აპირებს. რამდენიმე წყარო იუწყებოდა, რომ კომპანია ციფრი 6-ის გამოტოვებას და პირდაპირ 7-ზე გადასვლას აპირებდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ Note ხაზი S ხაზს დაწეოდა, რომელიც ამჟამად S7/S7 Edge-ზე დგას. Note 6-ის გამოშვება მარკეტინგულად არასწორი იქნებოდა, რადგან სარეკლამო განცხადებები მომხმარებლების დაბნევას გამოიწვევდა. ზოგიერთი წყარო ასევე […]
ექსკლუზივი: Google-ი Nexus მოწყობილობებისთვის მუდმივი დახმარების სერვისზე მუშაობს
მიესალმეთ Google Support-ს – ახალ აპლიკაციას Google-სგან, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეეძლებათ პირდაპირ რეჟიმში დაუკავშირდნენ დახმარების სერვისს. დიდი ალბათობით, აღნიშნული აპლიკაცია გამოჩნდება HTC-ის Nexus მოწყობილობებში, Marlin-სა და Sailfish-ში. Google Support-ის საშუალებით, თქვენ შეგეძლებათ გაუზიაროთ ეკრანზე ასახული ინფორმაცია დამხმარე აგენტს. ამ სერვისის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, აპლიკაციას ექნება აუდიო ან ტექსტური ჩატიც. აგრეთვე უცნობია შეეძლებათ […]
ექსკლუზივი: ზომით პატარა Nexus მოწყობილობის სისტემური მახასიათებლები
Nexus-ის სეზონი დაიწყო. დაახლოებით ორი თვის წინ დავწერე ორი ახალი Nexus მოწყობილობის შესახებ, რომლებსაც HTC აწარმოებს. დღეს კი გავრცელდა ერთ-ერთი სავარაუდო სისტემური მახასიათებლები. უნდა ავღნიშნოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სავარაუდოდ საკმაოდ სანდოა. როგორც უკვე ვიცით, Sailfish (ასევე ცნობილია როგორც “S1”) არის ზომით პატარა მოდელი, Marlin კი შედარებით დიდი. Sailfish-ის სისტემური მახასიათებლებია: წარმოებულია HTC-ის მიერ 5 ინჩიანი 1080p ეკრანი (~44oPPI) […]
[განახლდა] Nexus მოწყობილობების განახლების პირობები
გასულ წელს, Stage Fright ვირუსთან ბრძოლის დროს, Google-მა ფორმალურად აღნიშნა Nexus მოწყობილობებისთვის განახლების გავრცელების პირობები. ახლა კი, კომპანიამ გამოაქვეყნა მხარდაჭერის შეწყვეტის მიახლოებული თარიღი თითოეული მოწყობილობისათვის. აღნიშნული ინფორმაცია საიტზე რამდენიმე კვირის წინ დაემატა, თუმცა მის შესახებ ახლახანს გახდა ცნობილი. Nexus მოწყობილობები უსაფრთხოების განახლებებს მიიღებენ მოწყობილობის გამოსვლიდან 3 წელში ან Google Store-ის დატოვებიდან 18 თვეში. მნიშვნელოვან სისტემური […]
Chromebook-ზე Android აპლიკაციების დაყენება უკვე შესაძლებელია
რამდენიმე დღის წინ Chromebook Flip-ზე დეველოპერული არხით დაიწყო 53-ე განახლების გავრცელება. აღნიშნულ ვერსიაში დაემატა Google I/O-ზე დაანონსებული Play Store. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ მოწყობილობაზე უკვე შესაძლებელია Android აპლიკაციების დაყენება პირდაპირ მარკეტიდან. Google-ის ბლოგიდან ვიგებთ, რომ შემდეგი მოწყობილობები, რომლებიც აღნიშნულ განახლებას მიიღებენ, იქნებიან Chromebook Pixel და Acer Chromebook R11, იგივე C738T. ეს მოწყობილობები განახლებას 2016 […]
Pinterest-მა Fleksy შეიძინა
Fleksy კლავიატურის ფანები დიდი ხანია ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რატომაა კომპანია ჩუმად. ისინი არ პასუხობენ წერილებს ელექტრონულ ფოსტაზე, გაითიშა ვებ საიტი, აღარ იწერებოდა საიხლეები Twitter-ზე. კომპანიიის PR მენეჯერის განცხადებით, “ინფორმაცია მომავალში იქნება ხელმისაწვდომი”. როგორც იქნა, ეს მომავალიც დადგა და გავიგეთ, რომ Fleksy რატომღაც Pinterest-მა იყიდა. Fleksy-ს პოპულარობა გამოიწვია იმან, რომ მას აქვს ძალიან ზუსტი და […]
Android N Developer Preview 4 უკვე ხელმისაწვდომია, ნომრით NPD56N
Android N Developer Preview 4 გამოვიდა. ქარხნული იმიჯების პოვნა შეგიძლიათ აქ, OTA ფაილების კი აქ. ახალი ანაწყობის ნომერია NPD56N. იმიჯები გამოვიდა ყველა იმ მოწყობილობისთვის, რომელიც აქამდე მხარდაჭერილი იყო N Preview-ით (აგრეთვე Sony Xperia Z3-ისთვის). მოდით, პირდაპირ ცვლილებების სიას შევხედოთ. სიახლეები DP4-ში Android N ფინალური API-ები Developer Preview 4 მოიცავს ფინალური API-ებს Android N პლატფორმისთვის. ახალი API-ს […]
OnePlus 3 ოფიციალურად გამოვიდა
გუშინ ღამე, OnePlus-მა თავისი მესამე ფლაგმანი, OnePlus 3 წარგვიდგინა. როგორც იქნა, კომპანიამ “მოწვევის” სიტემა წარსულს ჩააბარა, ამიტომაც ახალი სმარტფონი უკვე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ტელეფონს 6GB ოპერატიული მეხსიერება, Snapdragon 820 და ალუმინის ზედაპირი აქვს. ყველა გასაოცარი კი ის არის, რომ ასეთი მონაცემების ტელეფონი, სულ რაღაც $399 ღირს. მოდით გავეცნოთ მის სრულ სისტემურ მახასიათებლებს: პროცესორი: Snapdragon 820 ოპერატიული […]
Google-ს შემოთავაზება დეველოპერებისათვის
გუშინ დილით, Apple-მა App Store-დან შემოსავლის მიღების პოლიტიკა დახვეწა. კომპანიის განცხადებით, ისინი სერვისის გამომწერი მომხმარებლებისგან შემოსული შემოსავალს არა 70/30-ზე, არამედ 85/15-ზე გაყოფენ, მას შემდეგ რაც გამომწერი სერვისს 1 წელზე მეტი ხანი გამოიყენებს. ჩვენც ვფიქრობდით, წავიდოდა თუ არა Google-იც იგივე დათმობაზე. ჩვენი ვარაუდი მაშინვე გამართლდა. Recode-ს ცნობით, Google სწორედ იგივეს აკეთებს, თუმცა დეველოპერებისთვის უფრო ხელშემწყობი ფორმით. […]
ARM-მა Mali-G71 და Cortex-A73 წარადგინა
როდესმე დაფიქრებულხართ, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია თანამედროვე სმარტფონს? გასაოცარია, თუ რამდენ სიმძლავრეს იტევს ის პატარა მოწყობილობა, რომელსაც მთელი დღე ვიყენებთ. კიდევ უფრო გასაკვირია ის ფაქტი, რომ ამ სიმძლავრეს ერთი პატარა ჩიპი უზრუნველყოფს, რომელიც უზარმაზარ ეკრანსა და დიდ ბატარეას შორისაა მოთავსებული. ARM არის ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანი, რომლებიც თანამედროვე სმარტფონის ჩიპისთვის ამ ბლოკების აწყობას უზრუნველყოფენ. ისინი აკეთებენ […]
Raspberry Pi 3-ზე Android ოფიციალურად მხარდაჭერილი იქნება
Raspberry Pi 3 ოპერაციული სისტემების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. პატარა ARM კომპიუტერი მხარდაჭერილია რამდენიმე Linux დისტრიბუციისა და Windows 10 IoT-ის მიერ. როგორც ჩანს, Pi მალე Android-ის მხარდაჭერასაც მიიღებს. Google-ის Android Open Source Project-ში (AOSP) ახლახანს გამოჩნდა მოწყობილობის შესაბამისი კოდი. თუ ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ Raspberry Pi არის იაფი, საკრედიტო ბარათის ზომის, ერთ დაფიანი […]
Project Ara დეველოპერებისთვის შემოდგომაზე გაიყიდება
წესით და რიგით, Project Ara-ს საჯარო წარდგენა შარშან უნდა შემდგარიყო, თუმცა ეს არ მომხდარა. მას მერე, Google-ს აღნიშნულ პროექტზე სიტყვაც არ დაუძრავს, თუმცა I/O-ზე როგორც იქნა ვიხილეთ მისი დემო ვიდეო. ვიდეოში ნაჩვენებია რამდენიმე უცნაური მოდული, გამოსვლის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. Google-მა Project Ara-სა ATAP-ის ჯგუფი თავისთან დაიტოვა, როდესაც Motorola გაყიდა. ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ ცვლის […]
Google-მა Chrome OS-ზე Play Store-ის გაშვება დაადასტურა
და აი, ეს დღეც დადგა! ალბათ Chrome OS-ის ყველა მომხმარებელი ელოდებოდა, თუ როდის შეძლებდა საოპერაციო სისტემა Android აპლიკაციების გაშვებას. Google-მა ეს სურვილი აგივსრულა. როგორც I/O-ზე კომპანიამ განაცხადა, წლის ბოლოსთვის სისტემაში Play Store ჩაემატება, საიდანაც მილიონობით Android აპლიკაციის გადმოწერა შეგვეძლება. აღნიშნული ფუნქცია პირველ რეგში დეველოპერულ არხზე გავრცელდება. იანვრის დასაწყისში რამდენიმე სენსორულ ეკრანიანი Chromebook მიიღებს განახლებას, სტაბილური […]
Android N-მა Chrombook-ებიდან შეუმჩნეველი განახლების ფუნქცია ისესხა
Google-მა keynote-ზე Android N-ს ერთ-ერთი ახალი ფუნქცია განმარტა, რომელიც სიმანდვილეში არც თუ ისე ახალია. აღნიშნული ფუნქცია დიდი ხანია, რაც Chrombook-ებში გამოიყენება, მას შეუმჩნეველი განახლებები ჰქვია. ახლა უკვე Android-საც შეეძლება დააინსტალოს OTA განახლებები ფონურ რეჟიმში. სისტემის ახალი ვერსია ტელეფონის გადატვირთვისთანავე გამოჩნდება, ყოველგვარი დიალოგების გარეშე. როგორც ცნობილია, Android-ის ჯგუფმა ამ ფუნქციისთვის Chrome OS-იდან ისესხა კოდი. OTA განახლეა […]
  • პირველი
  • უკან
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • წინ
  • ბოლო