Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Google Maps-ი უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია
ყველა დამეთანხმებით, რომ Google Maps-ი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო აპლიკაციაა. იგი საშუალებას გვაძლევს, თამამად ვიაროთ თბილისის ქუჩებში და რომელიმე გარეუბანში არ დავიკარგოთ. 14 წლის წინ მას მხოლოდ ინგლისურად საუბარი შეეძლო, დღეიდან კი მას კიდევ 39 ახალი ენა ემატება. აღნიშნული სიახლე ამ ენებზე მოსაუბრე დაახლოებით 1.25 მილიარდ ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილებს რუკების გამოყენებას. სათაურიდანაც მიხვდებოდით, რომ 39 […]
Huawei-მ დღეს P20 და P20 Pro წარადგინა
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები Huawei-ს ახალი სმარტფონების შესახებ. სულ ცოტა ხნის დავწერე P Smart-ის მიმოხილვაც, სადაც ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ამ კომპანიის მარტფონები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ჩემი ეს მოსაზრება ახლად გამოსულმა P20-მა და P20 Pro-მ კიდევ ერთხელ დაადასტურეს. როგორღაც Huawei-მ მოახერხა, შეექმნა სმარტფონები, რომლებიც DxOMark-ის ტესტირებაში ყველაზე მაღალ ქულებს მიიღებენ. […]
Wear OS უკვე ოფიციალურია
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Google-ი ჭკვიანი საათების ოპერაციული სისტემისთვის, Android Wear-ისთვის სახელის შეცვლას აპირებდა. გუშინ კი აღნიშნული სიახლე ოფიციალური გახდა. ყოფილ Android Wear-ს ახლა უკვე Wear OS-ი ჰქვია. როგორც ჩანს, Wear OS-ის პირველი ვერსია მხოლოდ რებრენდინგია და მეტი არაფერი. დიდი ალბათობით მალე ვიხილავთ Wear OS-ზე მომუშავე ახალ საათებსა (Pixel Watch?) […]
Huawei P Smart-ის მიმოხილვა
გადავწყვიტე, სტატია მარქეზის ცნობილი სიტყვებით დავიწყო: იაფი ტელეფონები სულ უფრო და უფრო კარგი ხდება, კარგი ტელეფონები კი სულ უფრო და უფრო იაფდება. ამ ციტატის მართებულება ბევრმა კომპანიამ დაადასტურა, ახლა კი Huawei-ს ჯერი დადგა. მათი უახლესი საშუალო დონის სმარტფონთან, P Smart-თან ერთი თვე გავატარე და უკვე თავისუფლად შემიძლია გითხრათ მისი დადებითი და უარყოფით მხარეების შესახებ. დიზაინი […]
Android P-ს პირველი დეველოპერული ანაწყობი უკვე ხელმისაწვდომია
როგორც იქნა – ის აქაა! Android P-ს პირველი დეველოპერული ანაწყობის დაყენება უკვე შეგიძლიათ. როგორც მოსალოდნელი იყო, Nexus ხაზის ყველა მოწყობილობა სამწუხაროდ გამოეთიშა თამაშს და სისტემის შემდეგი ვერსია მხოლოდ Pixel ხაზის მოწყობილობებისთვისაა ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით უცნობია რატომ, თუმცა ფაქტია, რომ Android Beta პროგრამა ჯერ არ გააქტიურებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ Android P-ს გატესტვა გინდათ, მაშინ მისი […]
OnePlus 3/3T-ზე Android Oreo ოფიციალურად გამოვიდა
სულ რაღაც ერთი თვის წინ OnePlus-მა თავისი ყველაზე პოპულალური სმარტფონებისთვის, OnePlus 3-ისა და 3T-სთვის Android Oreo-ს პირველი ბეტა ანაწყობი გამუშვა. რა საკვირველია, მას შემდეგ ისინი ხარვეზების აღმოფხვრასა და სტაბილურობის გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ. გუშინ კი, არც თუ ისე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, კომპანიამ ოფიციალური განახლება გამოუშვა. Android 8.0-ზე დაფუძნებულ OxygenOS 5.0-ში ვხვდებით ისეთ დამატებით (რომლებიც სუფთა Android-ში […]
OnePlus 5T ოფიციალურად გამოვიდა
ჭორი იმის შესახებ, რომ OnePlus-ი ახალი, “უჩარჩოო” მოწყობილობის გამოშვებას აპირებდა, სულ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. დღეს კი, 16 ნოემბერს, ყველაფერს ფარდა აეხადა და კომპანიამ როგორც იქნა ახალი სმარტფონი წარგვიდგინა. როგორც უკვე ვთქვი, OnePlus 5T-ს შედარებით უფრო ახალი და თანამედროვე დიზაინი აქვს: იგი აღჭურვილია 6 დიუმიანი, 1080 x 2160 (ისევ 1080p…) გაფართოების, 18:9 ასპექტური ფარდობის AMOLED ეკრანით, […]
Motorola-მ ფოტოების პრინტერი Moto Mod-ი გამოუშვა
Moto Mod-ები ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და როგორც ვიცით, ისინი არც თუ ისე პოპულალურია. ბოლო გაფართხალებაზე Motorola-მ Polaroid-თან თანამშრომლობა და ერთგვარი ფოტო პრინტერის, Insta-Share Mod-ის გამოშვება გადაწყვიტა. როგორც ყველა Mod-ი, ეს პრინტერიც Moto Z სერიების სმარტფონების უკანა მხარეს მაგრდება. ფოტოს გადაღების შემდეგ კი თქვენ წებოვან 2×3 სურათს მიიღებთ. ეს სიამოვნება კი სულ რაღაც […]
Essential PH-1-მა Android Oreo-ს ბეტა ვერსია მიიღო
ალბათ აქამდე უკვე შეამჩნევდით, რომ ენდი რუბინის ბაზარზე ახლახანს გამოჩენილი მწარმოებელი, Essential-ი, მომხარებლებს სისტემური განახლებებით ანებივრებს. ტელეფონის გამოსვლის შემდეგ გამოვიდა რამდენიმე განახლება. მათი უმეტესობა პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა, თუმცა ვიხილეთ საკმარისი რაოდენობის ახალი ფუნქციებიც. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ კომპანიაში დღემდე მუშაობენ კამერის პრობლემების გამოსწორებაში. ახლა კი, ყველასთვის მოულოდნელად, ჰორიზონტზე Android Oreo-ს პირველი ბეტა […]
OnePlus-ის მოწყობილობებში სახიფათო მოწყვლადობა იქნა აღმოჩენილი
სულ რაღაც ერთი თვის წინ, OnePlus-ი მომხმარებლის ინფორმაციის დაუკითხავად შეგროვებაში გამოიჭირეს. რა საკვირველია, კომპანიას არ აწყობდა, რომ ცუდი სახელი დიდ ხანს შენარჩუნებოდა, რის გამოც პრობლემა მალევე გამოასწორეს. ახლა კი ერთ-ერთმა დეველოპერმა მათ სმარტფონებში ქარხნულად ჩაშენებული აპლიკაცია აღმოაჩინა, რომლის წყალობითაც root-ზე წვდომის მიღებაა შესაძლებელი. აპლიკაციას “EngineerMode” ჰქვია და როგორც გაირკვა OnePlus-ი მას შიდა კვლევებისთვის იყენებს, რათა […]
HTC U11+ და U11 Life ოფიციალურად გამოვიდა
რამდენიმე დღის წინ HTC-მ ორი ახალი სმარტფონი გამოუშვა. ორივე მათგანის ტექნიკური მახასიათებლები უკვე ცნობილი იყო, თუმცა რა საკვირველია ოფიციალური ინფორმაცია ბევრად უფრო ზუსტი და სანდოა. U11+ პირველი სმარტფონი ფლაგმანი გახლავთ. როგორც ჩანს, HTC-ც შეეცადა, 2017 წლის ტრენდისთვის ფეხი აეწყო და განახლებული, თანამედროვე დიზაინის მქონე, მცირე ზომის ჩარჩოებიანი მოწყობილობა წარმოგვიდგინა. 18:9 აპსექტური და 82% ეკრანის კორპუსთან […]
Razer Phone – გეიმერული კომპანიის პირველი სმარტფონი
ამა წლის იანვრიდან, მას შემდეგ რა გეიმერულმა კომპანია Razer-მა ტელეფონების მწარმოებელი Nextbit შეიძინა, დადიოდა ჭორები, რომ მალე Razer-ის ახალ სმარტფონს ვიხილავდით. მოლოდინები გამართლდა და სულ რამდენიმე დღის წინ Razer Phone-მა მზის შუქი იხილა. ტელეფონი აღჭურვილია ისეთი ექსკლუზიური ფუნქციებით, როგორებიცაა 120Hz სიხშირის “Ultramotion” ეკრანი, Qualcomm-ის QuickCharge 4+ დამუხტვის სტანდარტი, სახისკენ მიმართული ორმაგი სტერეო დინამიკები და 4,000 […]
ყველაფერი Android 8.1-ის შესახებ
Android 8.0 Oreo-ს გამოსვლიდან 64 დღის შემდეგ Google-მა ოპერაციული სისტემის კიდევ ერთი ახალი ვერსია – Android 8.1 შემოგვთავაზა. პირველი დეველოპერული ანაწყობის დაყენება შეგიძლიათ როგორც სისტემური იმიჯის გადმოწერითა და დაფლეშვით, ასევე Android Beta პროგრამაში გაწევრიანებით. როგორც სხვა ყველა .1 ვერსია, 8.1-იც სავსეა მცირედი ცვლილებებიც, რომლებიც 8.0-ის გამოსვლის დროს დიდი ალბათობით ჯერ მზად არ იყო. Pixel 2-ის […]
OnePlus 3/3T-მ Android Oreo-ს ბეტა ვერსია მიიღო
რამდენიმე თვის წინ OnePlus-ის გენერალურმა დირექტორმა მომხმარებლებს 2016 წლის ფლაგმანების, 3-ისა და 3T-ის Oreo-ზე განახლებას შეპირდა. დღეს კი აღნიშნულმა სმარტფონებმა სისტემის უახლესი ვერსია Open Beta პროგრამის ფარგლებში მიიღეს. მასში გაწევრიანება ყველას შეუძლია, თუმცა იცოდეთ, რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება გადააწყდეთ ხარვეზებსა და თუ უჩვეულო ფუნქციონირებას. ახალ ვერსიაში რა საკვირველია იხილავთ ყველა იმ ფუნქციას, რომლითაც Android Oreo […]
Pixel 2-ისა ($649) და Pixel 2 XL-ის ($849) წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია
როგორც იქნა, ათობით ჭორის შემდეგ, Google-მა Pixel 2 და Pixel 2 XL-ი ოფიციალურად წარგვიდგინა. გასული წლის მოდელების მსგავსად, წელსაც ვიხილეთ პატარა და შედარებით დიდი ვარიანტები, თუმცა ამჟამად ისინი ერთმანეთისგან უფრო განსხვავდება. წინასწარი შეკვეთის განხორციელება უკვე შესაძლებელია. სმარტფონები ინარჩუნებენ ორიგინალი Pixel-ის დიზაინის პრინციპებს, თუმცა სიახლეებს მაინც ვხედავთ. Pixel 2 XL-ი აღჭურვილია 6 დიუმიანი OLED ეკრანიც, რომელსაც […]
Google Pixelbook-ის საწყისი ფასი $999-ს, სტაილუსის კი $99-ს შეადგენს
შემდეგი მოსალოდნელი მოწყობილობა, რომელიც Google-მა გუშინ წარადგინა, პლანშეტისა და ლეპტოპის ჰიბრიდი, Pixelbook-ი გახლავთ. ნაცნობი დიზაინის მქონე ქრომბუქი აღჭურვილია უმაღლესი დონის სისტემური მახასიათებლებითა და Google Assistant-ით, ფასი კი $999-ს შეადგენს. სისტემური მახასიათებლები: ეკრანი: 12.3″ QHD LCD პროცესორი: Intel Core i5, i7 ოპერატიული მეხსიერება: 16GB-მდე შიდა მეხსიერება: 128GB, 256GB, 512GB ბატარეა:  ~10სთ მოხმარების რეჟიმი, USB-C პორტი კლავიატურა: განათებით, რბილი […]
  • უკან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • წინ
  • ბოლო