Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Daydream View – ვირტუალური რეალობის მოწყობილობა Google-ისგან
Google-მა Android-ით აღჭურვილი VR პლატფორმა 2016 წლის I/O-ზე წარადგინა. გუშინ კი, კომპანიამ ღონისძიებაზე გვიჩვენა პირველი მოწყობილობა, რომელიც ამ პლატფორმაზე იმუშავებს – Daydream View. აპარატი ჯერჯერობით მხოლოდ Pixel მოწყობილობებზე მუშაობს. გარედან იგი მთლიანად ქსოვილური მასალითაა დაფარული, რაც მის გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის. ტელეფონის მოწყობილობაში ჩადების შემდეგ, მასში ავტომატურად ჩაირთვება Daydream რეჟიმი. აპარატში აგრეთვე არის პულტი დისტანციური […]
Google-მა $129-იანი როუტერი, Google WiFi წარადგინა
ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ შარშანდელი OnHub-ი მთლად ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ველოდით. Google-ს მასზე არც თუ ისე ბევრი განახლება არ გამოუშვია. მოწყობილობაზე ჯერ კიდევ არ მუშაობს USB პორტები. OnHub-ი არ მომკვდარა, თუმცა დღეს Google-მა ახალი როუტერი, Google WiFi წარგვიდგინა. OnHub-ი იყო ერთი როუტერი მთელი სახლისთვის. Google WiFi-ს კი სხვა გამოყენება აქვს. თუ თქვენ ამ მოწყობილობის რამდენიმე […]
Google-მა Pixel ტელეფონები ოფიციალურად წარადგინა
ალბათ უკვე საქმის კურსში ხართ და იცით, რომ ამ სტატიის წერის დროს Google-ის პრეზენტაცია მიმდინარეობს. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ კომპანიის ორ ახალ ტელეფონს Pixel და Pixel XL ჰქვიათ. მის შესახებ ხომ ისედაც ძალიან ბევრი ვწერეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ორივე ტელეფონი თითქმის ერთნაირია. ისინი არ იზიარებენ Google-ის Nexus ხაზის მოწყობილობების კლასიფიკაციის პრინციპს. ეს იმას […]
#madebygoogle – ლაივ სტრიმი – 4 ოქტომბერი, 20:00
4 ოქტომბერიც დადგა! დღეს Google-ი ორ ახალ ტელეფონს, Pixel-სა და Pixel XL-ს წარგვიდგენს. აგრეთვე ახალ Chromecast Ultra-ს, Google WiFi-ს და შესაძლოა Andromeda-საც. ღონისძიებაზე ვიხილავთ Android 7.1-საც, რომელშიც Google Assistant იქნება ჩაშენებული. მას ალბათ Allo-დან უკვე იცნობთ. ღონისძიება ჩვენი დროით დღეს, 4 ოქტომბერს, 20:00-ზე დაიწყება. დარჩა სულ რაღაც 4 საათი
[როგორც იქნა] Nexus 6-მა ოფიციალური Android 7.0 Nougat განახლება მიიღო
ალბათ უკვე იცით, რომ Nexus 6 ერთ-ერთი იმ მოწყობილობათაგანია, რომელსაც Nougat-ის განახლება ჯერაც არ მიუღია. Developer Preview 5 ანაწყობის შემდეგ ამ მოწყობილობას განახლება აღარ მიუღია. თითქმის ერთი თვის წინ, Google-მა დაწერა, რომ “Nexus 6 და Nexus 9 LTE განახლებას რამდენიმე კვირაში მიიღებენ”. მას შემდეგ ზუსტად სამი კვირა გავიდა და როგორც იქნა, Shamu-მ მიიღო ეს სანატრელი განახლება. განახლება […]
ინტერნეტში Pixel-ისა და Pixel XL-ის დეტალურმა ინფორმაციამ გაჟონა
ერთ-ერთმა გადამყიდველმა, Carphone Warehouse-მა დღეს დილით საიტზე შემთხვევით განათავსა Pixel-ისა და Pixel XL-ის დეტალური ინფორმაცია. ალბათ უკვე მიხვდით, რომ აღნიშნული ინფორმაცია თითქმის ოფიციალური და იგი ჭორებისგან არ შედგება. ხვალამდე შესაძლოა კიდევ რამე შეიცვალოს, მაგრამ სისტემური მახასიათებლების უმეტესობა ზუსტია. საიტზე მოცემული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ Pixel ხაზის ტელეფონის მომხმარებლებს Google Photos-ზე უსაზღვრო მეხსიერება ექნებათ. ეს იმას ნიშნავს, […]
Google Pixel-ისა და Pixel XL-ის ოფიციალური სურათები
თუ კარგად გახსოვთ, ერთი კვირის წინ ჩვენ შემოგთავაზეთ Pixel-ის და Pixel XL-ის გაჟონილი სურათები. მიუხედავად იმისა, რომ მათი ხილვით ბევრ რამეს მოეფინა ნათელი, ჩვენ მაინც ვერ ვიხილეთ საწყისი ეკრანი ან ახალი ნავიგაციის ღილაკები, რომლის შესახებაც ადრე დავწერეთ. VentureBeat-მა ახლახანს გამოაქვეყნა ამ ორი ტელეფონის სურათი, რომელშიც ნათლად ჩანს Pixel Launcher-ი, მრგვალი ხატულები და ახალი ნავიგაციის ბარი. ღილაკები […]
4 ოქტომბერს Google-ი Andromeda-ს წარადგენს
ალბათ უკვე გაიგებდით, რომ 4 ოქტომბერს Google-ი რაღაც გრანდიოზულს აპირებს. ეს რაღაც იმაზე დიდი იქნება, ვიდრე Pixel ხაზის მოწყობილობები. ვიდრე Chromecast Ultra, Google Home ან Google WiFi. რამდენიმე საათის წინ ჰიროში ლოქჰეიმერმა, Android-ის, Google Play-სა და Chrome-ის სინიორ ვიცე პრეზიდენტმა ეს დაწერა. We announced the 1st version of Android 8 years ago today. I have […]
Android-ის აპლიკაციები უკვე სტაბილურ Chrome OS-ზე
Android აპლიკაციების გაშვება უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომია Chrome OS-ზე. 2014 წელს Google-მა სულ რამდენიმე აპლიკაცია გამოშვა და თითქმის არცერთი მათგანი მომხმარებლის მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებდა. წელს კი, 2016 წლის I/O-ზე კომპანიამ განაცხადა, რომ Android აპლიკაციები ამიერიდან სისტემაში ცალკე კონტეინერში გაეშვებიან, რაც სისტემაში Play Store-ის ჩანერგვის საშუალებას იძლევა. აღნიშნული ფუნქცია მხოლოდ რამდენიმე ქრომბუქმა მიიღო dev და beta […]
Allo უკვე ხელმისაწვდომია!
2016 წლის I/O-ზე Google-ი შეგვპირდა, რომ Allo-ს ზაფხულში ვიხილავდით. როგორც ჩანს, კომპანიამ მაშინ ზაფხულის ბოლო დღე იგულისხმა. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. Allo დღეს გამოვიდა და მისი გადმოწერა უკვე შესაძლებელია Play Store-დან. თუ თქვენ მას მარკეტში ვერ ხედავთ, გირჩევთ, რომ ცოტათ მოიცადოთ. თუ გჭირდებათ, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ Allo-ს შესაძლებლობები, იხილეთ ვიდეო და ეს ვებ საიტი. […]
Android Studio 2.2-მა სტაბილურ არხზე გადაინაცვლა
როგორც იქნა, Android Studio 2.2, სტაბილური ვერსია ხელმისაწვდომი გახდა. ჯერ კიდევ Google I/O 2016-ზე წარმოდგენილი იყო ახალი შესაძლებლობები. ორიენტაცია ძირითადად დეველოპმენტის ასწრაფებასა და გამარტივებაზე იყო აღებული. სიახლეების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დიდი განახლებაა რაც Android Studio-სთვის ყოფილა. დაწყებული ინტერფეისის დიზაინიდან დამთავრებული ტესტირებამდე ყველა ასპექტში არის ახალი ხელსაწყოები. ყურადღების მიმქცევია ახალი ConstraintLayout ედიტორი და Espresso-ს ავტომატური ტესტების ჩამწერი. ასევე APK ფაილის ანალიზის ხელსაწყო […]
Google Pixel-ისა და Pixel XL-ის სურათები
ალბათ დამეთანხმებით, რომ უკვე შეგვიძლია, 20 სექტემბერი ოფიცილურად “პიქსელების შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღედ” ჩავთვალოთ. დღეს შევიტყვეთ, რომ Google-ი ღონისძიებას 4 ოქტომბერს გამართავს. აგრეთვე გავიგეთ ტელეფონების ფასი საკმაოდ სანდო წყაროსგან. ახლა კი ამ ტელეფონების სურათებს გიჩვენებთ. როგორც ხედავთ, ორივე ტელეფონი ალუმინის ზედაპირისაა, რომელიც საკმაოდ მსუბუქი ჩანს. ტელეფონის წინა პანელი მთლიანად შუშისაა. ტელეფონის უკან განთავსებულია თითის ანაბეჭდის სენსორი. წინა და […]
ჭორი: Google Pixel-ისა და Pixel XL-ის ფასები
ახლა, როცა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ Google-ის წლევანდელი მოწყობილობების სახელები Pixel-ი და Pixel XL-ი იქნება, შეგვიძლია მათ ფასზეც ვილაპარაკოთ. სანდო წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Pixel-ის საბაზისო, ანუ 32GB-იანი ვარიანტის ფასი $649 იქნება *ეჰემ*აიფონი*ეჰემ*. როგორც უკვე იცით, Pixel-ი შედარებით ბიუჯეტური მოდელია, რომელსაც 5 დიუიმიანი ეკრანი აქვს. რა საკვირველია, უფრო დიდ მოცულობიანი ვარიანტების ფასი უფრო მაღალი იქნება. აგრეთვე უნდა […]
ოფიციალური: Google-ის ღონისძიება 4 ოქტომბერს გაიმართება
რამდენიმე კვირის წინ ბლოგზე დავწერე, რომ Google-ის ახალ ტელეფონებს Pixel-ი და Pixel XL-ი ერქმევათ. სტატიაში ისიც ავღნიშნე, რომ მათ დიდი ალბათობით 4 ოქტომბერს ვიხილავთ. დღეს კი, ეს ინფორმაცია ოფიციალური გახდა. Google-მა პატარა ვიდეო გამოაქვეყნა. აგრეთვე ამუშავდა საიტი, madeby.google.com. როგორც მისამართი იუწყება, Pixel-ისა და Pixel XL-ის სავაჭრო ნიშანი Google-ი იქნება. საიტზე შეგიძლიათ თქვენი ელექტრონული ფოსტა, რის […]
Google Allo 21 სექტემბერს გამოვა
მოგესალმებით გუგლერებო. ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში სტატიებს ვეღარ ვწერდი, მაგრამ დღეიდან ეს შეიცვლება. ბევრ თავის მართლებას აღარ მოვყვები. მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. როგორც უკვე იცით, Google I/O-ზე Google-მა ორი ახალი აპლიკაცია, Duo და Allo წარადგინა. ერთ-ერთი მათგანი Duo, რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. დღეს კი (კიდევ ერთხელ) გავრცელდა ინფორმაცია, […]
LG V20 უკვე ოფიციალურია, Snapdragon 820, Anroid 7.0 Nougat და შეცვლადი ბატარეით
ალბათ უკვე იცით, რომ LG V20 არის პირველი სმარტფონი, რომელიც Android 7.0 Nougat-ითაა აღჭურვილი. ეს ტელეფონი LG-მ სულ რამდენიმე საათის წინ წარადგინა სან ფრანცისკოში. სისტემური მახასიათებლები: პროცესორი: Snapdragon 820 ოპერატიული მეხსიერება: 5.7 დიუიმიანი 1440p IPS + მეორე 160×1040 IPS ეკრანები (513ppi) მეხსიერების მოცულობა: 64GB UFS + microSD ბარათის სლოტი კამერები: 16MP f/1.8 + 8MP f/2.4 […]
  • პირველი
  • უკან
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • წინ
  • ბოლო