Blu Pure XR, $299-იანი ტელეფონი 8 ბირთვიანი პროცესორით, 4GB ოპერატიულითა და სხვა

Blu Products-ის ნაწარმი საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს სხვა მწარმოებლებს იაფი სმარტფონების მარკეტზე. ალბათ ბევრჯერ მოგიკრავთ თვალი Blu მოწყობილობებისთვის “საუკეთესო ბიუჯეტური ტელეფონების” სიაში. მათი ასეთი წარმატება იმითია განპირობებული, რომ კომპანია უშვებს საკმაოდ კარგი სპეციფიკაციების სმარტფონებს დაბალ ფასად. წლის დასაწყისში კომპანიამ გამოუშვა Vivo 5 და Vivo XL, რომლებიც შესაბამისად $199 და $99 ღირს. აგრეთვე ვიხილეთ Energy XL, რომელსაც გიგანტური, 5,020 მილიამპერიანი ბატარეა აქვს და მისი ფასი $299-ს შეადგენს.

დღეს კი, Blu-მ მორიგი მშვენიერი მოწყობილობა, Pure XR გამოუშვა. Pure ხაზის სმარტფონი გასული წლის Pure XL-ის შემდეგ არ გამოსულა. ტელეფონს ალუმინის ზედაპირი და 5.5 ინჩიანი ეკრანი აქვს.

ეკრანს, რომელიც 1080p გაფართოებით, SuperAMOLED ტექნოლოგიითა და 3D Touch-თაა აღჭურვილი, Gorilla Glass 3 იცავს. ტელეფონს აგრეთვე აქვს რვა ბირთვიანი MediaTe Helio P10 (6755) პროცესორი და Mali-T860 გრაფიკული პროცესორი, 64GB შიდა და 4GB ოპერატიული მეხსიერება, 16MP უკანა და 8MP წინა კამერა, წინა მხარეს განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი, USB Type-C პორტი დ 3,000 მილიამპერიანი ბატარეა. თუ 64GB შიდა მეხსიერება არ გყოფნით, მისი გაზრდა კიდევ 64GB-ით შეგიძლიატ microSD ბარათის საშუალებით. ტელეფონზე Android 6.0 Marshmallow იქნება გაშვებული.

Blu-მ უკვე მოასწრო, რომ სმარტფნში DTS-ის გაუმჯობესებული ხმის ფუნქციები და MediaTek-ის სწრაფი დამუტხვის შესაძლებლობები ჩაემონტაჟებინა. აღნიშნული სისტემური მახასიათებლებით, დიზაინითა და აგებულების ხარისხის გამო, ბიუჯეტური ტელეფონების ბაზარზე ამ ტელეფონისთვის წინააღმდეგობის გაწევა საკმაოდ რთული იქნება.

ახლა კი, ფასზე ვისაუბროთ. ტელეფონის განბლოკილი ვარიანტის ყიდვა $299-ად შეგიძლიათ Amazon-სა და Best Buy-ზე. ტელეფონი აგრეთვე იმუშავებს AT&T, T-Mobile და MetroPCS ოპერატორებზე, რაც ალბათ ნაკლებად გადარდებთ.