უკვე სამი წელია, რაც Google-ი Cast SDK-ს აქტიურად ანახლებს. თუმცა, მისი აპლიკაციაში ინტერგრაცია ყოველთვის ძნელი და არაკომფორტული იყო. Cast SDK 3.0 გასულ თვეს, I/O 2016-ზე დაანონსდა. დღეს იგი უკვე ხელმისაწვდომია დეველოპერებისთვის. SDK-ში გაკეთდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც დეველოპერებს საშუალებას მისცემს ადვილად მოახდინონ სერვისის ინტერგრაცია თავიანთ აპლიკაციებში.
დოკუმენტაცია, მაგალითები, აპლიკაციები და ინსტრუქციები ხელმისაწვდომია Google Developers ვებსაიტზე. SDK შეიცავს Cast framework-ის სრულიად ახალ განახლებულ ვერსიას, რომელიც ნაკლები კოდის გამოყენების საშუალებას იძლევა.იგი თავსებადია Android და iOS მოწყობილობებზე, აგრეთვე Chrome-ზე.
წყარო: Google Developers